ხამეს როდრიგესს "რეალის" დატოვება ამ ზაფხულს სურს

AutoSharing Option
მადრიდის "რეალის" ნახევარმცველმა ხამეს როდრიგესმა "სამეფო კლუბის" დატოვების სურვილი გამოთქვა.

ფეხბურთელი სათამაშო პრაქტიკის ნაკლებობით უკმაყოფილოა, ხოლო ჩემპიონთა ლიგის ფინალში სათადარიგოთა სკამზე ჯდომამ როდრიგესს საბოლოოდ გადააწყვეტინა, კლუბი ზაფხულში დატოვოს.

ადრე "რეალი" იტყობინებოდა, რომ არ აპირებს როდრიგესის გაშვებას, თუმცა ფეხბურთელის ნების საწინააღმდეგოდაც ვერ წავა.

აღსანიშნავია, რომ კონტრაქტის მიხედვით, კოლუმბიელი ფეხბურთელის გამოსასყიდ თანხად 500 მილიონი ევროა დაფიქსირებული.

როდრიგესის ტრანსფერით კი ტურინის "იუვენტუსი" და პსჟ არიან დაინტერესებულები.

მომზადებულია Marca-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული