როგორც ესპანური Marca იტყობინება, კოლუმბიელი სათამაშო დროით უკმაყოფილოა, რომლის კულმინაციაც ჩემპიონთა ლიგის ფინალი გახდა, სადაც ხამესი ბოლომდე სათადარიგო სკამზე დარჩა. სწორედ ამიტომ ზაფხულში ფეხბურთელი ახალ გუნდს მოძებნის.
"რეალის" მთავარმა მწვრთნელმა ზინედინ ზიდანმა კი გუშინ, 1-ელ ივნისს, ჟურნალისტებს განუცხადა, რომ გუნდის მეორე ნახევარმცველი, ისკო ალარკონი მომავალ სეზონშიც "რეალის" ღირსებას დაიცავს.