"ატლეტიკოს" პრეზიდენტმა ფანები დაამშვიდა - სიმეონე არ მიდის

AutoSharing Option
მადრიდის "ატლეტიკოს" პრეზიდენტმა ენრიკე სერესომ გუნდის ფანები დაამშვიდა, დიეგო სიმეონე არსად არ მიდის, მას გუნდთან 4-წლიანი ხელშეკრულება აკავშირებსო.

"ფანებს ვეტყვი, რომ შეუძლიად მშვიდად იძინონ - დიეგო სიმეონე არ მიდის არსად, ის კიდევ 4 წელიწადი "ატლეტიკოში" დარჩება", - განაცხადა სერესომ. შეგახსენებთ, რომ არგენტინელმა "ატლეტიკო" 2011 წელს ჩაიბარა და მას მერე კლუბი ერთობ წარმატებულია.

ესპანურ პრესაში დაიწერა, თითქოს, 46 წლის მწვრთნელმა კლუბის ხელმძღვანელობას სატრანსფერო ულტიმატუმი წარუდგინა, თუ ვარსკვლავებს არ იყიდით, გუნდიდან წავალო.

ჭორების გაქარწყლება ანტუან გრიზმანმაც სცადა. მან განაცხადა, რომ ნაკრების შეკრებაზე
გამგზავრებამდე ვესაუბრე სიმეონეს და ის "ატლეტიკოში" რჩებაო.

"მარკას" ცნობით, "როხიბლანკოს" რიგებში, დიდი ალბათობით, დარჩება ფერნანდო ტორესიც, რომელიც სეზონის მეორე ნახევარში, როგორც იქნა, ათამაშდა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული