"რეალი" ფაბრეგასის ყიდვას არ აპირებს

AutoSharing Option
"რეალის" წარმომადგენლებმა უარყვეს მასმედიაში გავრცელებული ხმები იმის შესახებ, რომ მადრიდულმა კლუბმა "არსენალს" ნახევარმცველ სესკ ფაბრეგასის შეძენის შესახებ ოფიციალური წინადადება შესთავაზა. ადრე ესპანეთში და ინგლისში პრესა წერდა, რომ "სამეფო კლუბი" მზად იყო ჰავბეკში დაახლოებით 65 მილიონი ევრო გადაეხადა.

"ფაბრეგასის შეძენის თაობაზე შეთავაზება არ გაგვიკეთებია. "არსენალთან" ამ თემაზე საუბარი არ გვქონია. ლონდონურ კლუბთან ურთიერთობას ვუფრთხილდებით და არ გვსურს, რომ ჩვენს შორის გაუგებრობა წარმოიშვას", - განაცხადა "რეალის" გენერალურმა მენეჯერმა ხორხე ვალდანომ.


მომზადებულია Sky Sports-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული