საფრანგეთის ნაკრების ფეხბურთელი მადრიდის "რეალის" მთავარი მწვრთნელის, ზინედინ ზიდანის N1 სატრანსფერო სამიზნეა ახალი სეზონის წინ. წყაროს ცნობით, მხარეებმა მიაღწიეს წინასწარ შეთანხმებას და პოგბა "რეალთან" ხუთწლიან კონტრაქტს გააფორმებს. ცნობილია ასევე, რომ ფეხბურთელის ანაზღაურება მადრიდულ კლუბში წლიური 9,8 მლნ ევრო იქნება.
მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ "რეალმა" პოგბას სანაცვლოდ "იუვენტუსს" 120 მლნ ევრო შესთავაზა.