"რეალის" უარი ედენ აზარს - მადრიდელებმა დიმიტრი პაიე ისურვეს
AutoSharing Option
მადრიდის "რეალი" ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში "ვესტ ჰემისა" და საფრანგეთის ეროვნული ნაკრების ნახევარმცველ დიმიტრი პაიეს შეძენას ეცდება.
ინფორმაციას ამის შესახებ The Telegraph-ი ავრცელებს.
წყაროს ინფორმაციით, პაიეს შეძენის გამო მადრიდელებმა საბოლოო უარი თქვეს "ჩელსის" ბელგიელ შემტევ ედენ აზარზე. სამაგიეროდ, შესაძლებელია, კლუბი ისკომ ან ხამეს როდრიგესმა დატოვონ.