მადრიდის "რეალი" ალვარო მორატას გამოისყიდის და არ გაყიდის

AutoSharing Option
17 ივნისს, მადრიდში, სტადიონ "სანტიაგო ბერნაბეუზე" "რეალის" ხელმძღვანელებისა და ტურინის "იუვენტუსის" თავდამსხმელის ალვარო მორატას აგენტის შეხვედრა გაიმართა. ამის შესახებ AS იუწყება.

წყაროს ცნობით, მოლაპარაკებების დროს "სამეფო კლუბის" წარმომადგენელმა დაარწმუნა აგენტი, რომ მის კლიენტს "იუვენტუსისგან" ივლისის დასაწყისში, 30 მლნ ევროდ გამოისყიდის. შეგახსენებთ, რომ ამ კლუბებს შორის ფეხბურთელთან დაკავშირებით დადებულ შეთანხმებაში არსებობს შესაბამისი პუნქტი.

მანამდე ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ გამოსყიდვის შემდეგ, "რეალი" ესპანეთის ნაკრების 23 წლის ფეხბურთელს 50 მლნ ევროდ ერთ-ერთ ინგლისურ კლუბში გაასხვისებდა. როგორც ირკვევა, მადრიდელებს ახლა სხვა გეგმა აქვთ - ისინი
მორატას ადგილს "რეალში" ხედავენ და მას დამდეგ სეზონში ქარიმ ბენზემას მთავარ კონკურენტად განიხილავენ.
მკითხველის კომენტარები / 1 /
ალბათ გატეხილში არიან მარტო ორი ფეხბურთელი რომ ყავთ გამოძახებული ესპანეთის ნაკრებში და ფიქრობენ ამას გამოვისყიდით და სამი იქნებაო :D
Akaki
00:08 19-06-2016
0

სიახლეები პოპულარული