ინფორმაციას ამის შესახებ ესპანური გამოცემა Marca ავრცელებს.
წყაროს ინფორმაციით, პორტუგალიელმა კონტრაქტი, რომელიც 2018 წელს ეწურებოდა, 2020 წლამდე გაახანგრძლივა, ხელფასის სახით კი წელიწადში იმდენივე მიიღებს, რამდენსაც აქამდე - 21 მილიონი ევრო. აღნიშნული ინფორმაცია ევროპის ჩემპიონატის დასრულების შემდეგ გაოფიციალურდება.
წყაროს ცნობით, კონტრაქტის დასრულების შემდეგ, 35 წლის ასაკში პორტუგალიელი საფეხბურთო კარიერას დაასრულებს.