"ბარსელონაში" ორი სუარესი ითამაშებს

AutoSharing Option
"ბარსელონამ" დენის სუარესი "სევილიასა" და "ვილიარეალისგან" ოფიციალურად გამოისყიდა.

22 წლის სუარესის სანაცვლოდ "ბარსამ" 3,25 მილიონი ევრო გადაიხადა და თავისი ფეხბურთელი უკან დაიბრუნა.

ნახევარმცველმა "ბარსელონასთან" 4-წლიანი ხელშეკრულება გააფორმა და მისი გამოსასყიდი თანხა 50 მილიონი ევრო იქნება. სუარესი 2013 წლის ზაფხულში "მანჩესტერ სიტიდან" გადავიდა "ბარსელონაში".

როგორც "სიტიში", ასევე "ბარსაში" მას პირველ გუნდში არ უთამაშია, თუმცა ორივე გუნდში ახალგაზრდულ გუნდებში გამოიჩინა თავი. შემდეგ იყო იჯარა "სევილიაში" და ბოლოს "ვილიარეალი", სადაც გასულ სეზონში სუარესმა 33 მატჩში 4 გოლი გაიტანა.

მაისში მას დებიუტი "ფურია როხაშიც"
ჰქონდა, როცა ვისენტე დელ ბოსკემ ბოსნიასთან ამხანაგურ მატჩში გამოიყვანა.

შეგახსენებთ, რომ "ბარსელონაში" ასევე თამაშობს დენისის მოგვარე ლუის სუარესი.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული