ზინედინ ზიდანმა თავის ვაჟს, ენცოს, მადრიდის "რეალის" მთავარ გუნდში უხმო

AutoSharing Option
ენცო ზიდანი, რომელიც მადრიდის "რეალის" მთავარი მწვრთნელის, ზინედინ ზიდანის ვაჟია, სეზონის განახლებისთვის კლუბის მთავარ გუნდში მოემზადება. ამის შესახებ Marca იუწყება.

21 წლის ნახევარმცველი 17 ივლისს "რეალთან" ერთად აშშ-ში გაემგზავრება. ენცომ, რომელიც გუნდთან ერთად ივარჯიშებს, შესაძლოა, საერთაშორისო ტურნირში პსჟ-ის, ლონდონის "ჩელსისა" და მიუნხენის "ბაიერნის" წინააღმდეგაც ითამაშოს.

ფრანგული ფეხბურთის ლეგენდის ვაჟს, რომელიც "რეალის" სარეზერვო გუნდში "კასტილიაში" გამოდიოდა, "სამეფო კლუბის" მთავარ გუნდში ადრეც უვარჯიშია.
მკითხველის კომენტარები / 7 /
ძალიანაც კაი ზოგს ერთი შანსი გაუხსნის ხოლმე პოტენციალს და აათამაშებს ხოლმე - მამისნაირი ალბათ ვერა მაგრამ რა იცით შეიზლება მოტივაციამ უკეთესი ფეხბურთელი გახადოს!
brola*
14:33 09-07-2016
0
მამისის დონის მესამედსაც ვერ ითამაშებს ეს ტიპი,ნუჭიერი რომ ყოფილიყო ნაკრებში დაუძახებდნენ,
კოკა
17:29 08-07-2016
0

სიახლეები პოპულარული