მესისა და რონალდოს იახტები იბიცაზე გვერდიგვერდ აქვთ პარკირებული

AutoSharing Option
ლიონელ მესი და კრიშტიანო რონალდო შვებულებას იბიცაზე ატარებენ, პირადი იახტები კი ერთმანეთისგან სულ რაღაც 20 მეტრის დაშორებით აქვთ "პარკირებული". ამის შესახებ Marca წერს.

გამოცემის ცნობით, ევროპის პორტუგალიელი ჩემპიონის იახტა "Asciari" 5 ათასი ევროთი ძვირია, ვიდრე არგენტინელი თავდამსხმელის "Seven"-ი, რომელიც 127 ათასი ევრო ღირს.

იბიცას სანაპიროზე სხვა ცნობილების "ხომალდების" ნახვაც შეიძლება - ზინედინ ზიდანის, ალვარო მორატასა და კოკესი. საქმე ისაა, რომ კუნძულზე შტორმია და ფეხბურთელები ზღვაში გასვლას ერიდებიან.

შეგახსენებთ, რომ მადრიდის "რეალის" თავდამსხმელმა კრიშტიანო რონალდომ ამ ზაფხულს პორტუგალიის ნაკრებთან ერთად ევრო
2016 მოიგო, "ბარსელონას" ფორვარდი ლიონელ მესი კი, არგენტინის ნაკრებთან ერთად კოპა ამერიკა 2016-ის ვიცე-ჩემპიონობას დასჯერდა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული