ფრანგ სპეციალისტს კი მხოლოდ ერთი თამაში რჩება, ოპტიმალურთან მიახლოებული შემადგენლობა ათამაშოს და გუნდი ცოტა ტონუსში მოიყვანოს - მატჩი "ბაიერნთან".
დიახ, 4 აგვისტოს, საერთაშორისო ჩემპიონთა თასის ეგიდით, საინტერესო დაპირისპირებაა. ნიუ-ჯერსის "მეტლაიფ სტედიუმი" "რეალისა" და "ბაიერნის" დაპირისპირებას მასპინძლობს. კარლო ანჩელოტი გერმანულ გრანდს ყოფილი გუნდის წინააღმდეგ გაიყვანს. მან ეს ახლახან გააკეთა, როცა
ის გუნდი, რომლითაც ზიდანმა "ჩელსისთან" (3:2) ითამაშა, ახლოსაც არ არის ოპტიმალურთან. მხოლოდ ფლანგის მცველებზე, დანი კარვახალსა და მარსელოზე ითქმის, რომ სასტარტოს უპირობო წევრები არიან, დანარჩენები კი გუნდში დამკვიდრებისთვის იბრძვიან.
აი, "ბაიერნთან" კი სულ სხვანაირად იქნება, გუნდს "მძიმე არტილერია" უბრუნდება. ზიდანი, სავარაუდოდ, ლუკა მოდრიჩს, ხამეს როდრიგესსა და სერხიო რამოსს ათამაშებს. მონრეალში, ოჰაიოსა და მიჩიგანში მოგზაურობის შემდეგ "სამეფო კლუბი" ნიუ-იორკში დაბინავდა. ზიდანს ტრავმების გამო ვერ დაეხმარებიან: ისკო, კეილორ ნავასი და, რა თქმა უნდა, კრიშტიანო რონალდო. როგორც ჩანს, ნორვეგიაშიც "რეალის" კარს კიკო კასილია დაიცავს და არა კოსტარიკელი გოლკიპერი.
"რეალმა" ვარჯიში ქალაქის ცენტრში, ცენტრალური პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე დაიწყო. გუნდი ნიუ-იორკში ერთ ღამესაც დარჩება და სამხრეთში წავა, სადაც ნიუ-ჯერსის მატჩისთვის მოემზადება. მოდრიჩი, რამოსი და როდრიგესი მხოლოდ ფიზიკურ ვარჯიშებს ასრულებდნენ და ბურთს არ გაკარებიან, რადგან ეს სამეული ახლახან დაუბრუნდა გუნდს.
იმისთვის, რომ ფანების შემოტევა თავიდან აიცილონ, "რეალის" ფეხბურთელები სასტუმროს უკანა გასასვლელს იყენებენ ხოლმე, რადგან ნიუ-იორკში "სამეფო კლუბის" ჩასვლამ დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია.
* * *
სულ სხვა ამბებშია კრიშტიანო რონალდო, რომელიც ტრავმირებულია და მისი თამაში აგვისტოს ბოლომდე გამორიცხულია. კრიშტიანოს არდადეგები გაუგრძელდა, თუმცა მას დასვენება აღარ სურს და ბიზნესით არის დაკავებული. მან ლისაბონში კიდევ ერთი სასტუმრო უნდა გახსნას. ეს 16 აგვისტოს მოხდება. ერთი ღამე კრიშტიანოს სასტუმროში სტუმრებს 250 ევრო დაუჯდებათ. Pestana CR7-ს ყველაზე ძვირი ნომერი ღამეში 1,25 ათასი ევრო ღირს. * * *
"ჩელსისთან" მატჩში 18 წლის პარაგვაელმა სერხიო დიასმა ითამაშა. "სერო პორტენიოს" ყოფილმა ფეხბურთელმა ამ შეხვედრაში ალვარო მორატა გამოცვალა. წესით, მან ახალი სეზონი "რეალ კასტილიაში" უნდა გაატაროს, მაგრამ ფაქტია, ზიდანი მას კარგი თვალით უყურებს. * * *
"ჩელსის" ერთი გოლი მარიანო დიას მეხიამ გაუტანა. 23 წლის ფეხბურთელმა გასულ სეზონში "რეალის" დუბლებში 25 გოლი გაიტანა. სავარაუდოდ, ზიდანი მას რომელიმე კლუბში გაანათხოვრებს სათამაშო პრაქტიკის მისაღებად, რადგან "რეალ კასტილიასთვის" მარიანო აშკარად გადაიზარდა და ამ გუნდში აღარაფერი ესაქმება. "ლას პალმასი", "ოსასუნა" და "ლეგანესი" დაინტერესებულნი არიან.* * *
"რეალი" დაინტერესებულია არგენტინის 20-წლამდელთა ნაკრების წევრით, ლაუტარო მარტინესით. 2014 წელს არგენტინელის შეძენა "ვალენსიას" შეეძლო, მაგრამ როდრიგო დე პაულის დამატება არჩია. მარტინესი "რასინგის" ფორვარდია. ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"