"ბეშიქთაშის" წარმომადგენელმა მეტინ ალბარაკამ გამოცემა Dogan-თან ინტერვიუში გომესის სიტუაციასთან დაკავშირებით ისაუბრა.
"ჩვენი ფანები დიდი იმედით ელოდებიან გომესის დაბრუნებას, მაგრამ ნათელია, რომ მისი დაბრუნება რთული იქნება.
მარიოსთან დაკავშირებულ სიტუაციას ყურადღებით ვადევნებთ თვალს, მაგრამ ამასთან ერთად, ვიცით, რომ ის სერიოზულ მოლაპარაკებებს მართავს "ბარსელონასთან" და დორტმუნდის "ბორუსიასთან".
დღეს დილით ვესაუბრე სლავენ ბილიჩს და მან მითხრა, რომ "ვესტ ჰემი" გომესის გადაბირებით დაინტერესებული არ არის", - თქვა ალბარაკამ.
შეგახსენებთ, რომ გასული სეზონი 31 წლის მარიო
აღსანიშნავია, რომ თავად ფეხბურთელს თურქეთში დაბრუნება პოლიტიკური სიტუაციის გამო არ სურს.
მომზადებულია goal.com-ის მიხედვით