სევილია-ბარსელონა 0:2 - დიდი ნაბიჯი ესპანეთის სუპერთასისკენ [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
14 აგვისტოს, ესპანეთის სუპერთასის პირველი მატჩი გაიმართა, რომელშიც "ბარსელონამ" "სევილიას" სტუმრად ანგარიშით 2:0 მოუგო.

"რამონ სანჩეს პისხუანზე" გამართულ შეხვედრაში ანგარიში მეორე ტაიმში, 54-ე წუთზე გაიხსნა. დენის სუარესმა ბურთი არდა თურანს გადააწოდა, რომელმაც მკერდით თავისუფალ ზონაში მყოფ ლუის სუარესს უპასა და ამ უკანასკნელმაც ხელსაყრელი პოზიციიდან გაიტანა.

საბოლოო ანგარიში 81-ე წუთზე, შეცვლაზე ხუთი წუთის შემოსულმა მუნირ ელ ჰადადიმ დააფიქსირა, რომელმაც ლიონელ მესის გადაცემით ისარგებლა.

ამ გუნდების საპასუხო დაპირისპირება კატალონიის დედაქალაქში 18 აგვისტოს გაიმართება.

ესპანეთის სუპერთასი. I მატჩი
სევილია-ბარსელონა 0:2
გოლები: 0:1 სუარესი
(55), 0:2 მუნირი (81)
სევილია (4-1-4-1): რიკო - მარიანო, რამი, მერკადო, ესკუდერო (57. სარაბია) - კრანვიტერი (69. განზო) - ვიტოლო, კიოტაკე, ვასკესი, ნზონზი - ვიეტო (61. ბენ იედერი).
ბარსელონა (4-3-3): ბრავო - რობერტო, პიკე, მასკერანო, მატიე (27. დინიე) - რაკიტიჩი, ბუსკეტსი, ინიესტა (35. დენის სუარესი) - მესი, არდა თურანი (76. მუნირი), ლუის სუარესი.
გაფრთხილება: მერკადო (32), ნზონზი (70), ვასკესი (78) - ბუსკეტსი (58), ლუის სუარესი (83)
კუთხური: 8-4; ჯარიმა: 18-11; თამაშგარე: 3-1; კარში დარტყმა: 7-12 (1-7); ბურთის ფლობა: 49%-51%.
მაყურებელი: 42 500 (სევილია).
მკითხველის კომენტარები / 1 /
ეს სულელური 4-1-4-1 საიდან გამოაძრო ამ კაცმა?! ათამაშებდა ემერი მშვენივრად 4-2-3-1 სქემით და იბრძოდა გუნდი,ახლა კი...
გაგა
15:56 15-08-2016
0

სიახლეები პოპულარული