"ბარსელონა" "ვალენსიას" კიდევ ორ ფეხბურთელს დაიმატებს

AutoSharing Option
ესპანური "ვალენსიას" მეკარე დიეგო ალვეში კარიერას კატალონიის "ბარსელონაში" გააგრძელებს.

აღნიშნულ ინფორმაციას Catalunya Radio ავრცელებს.

წყაროს ცნობით, ალვეშთან ერთად "ბარსელონაში" ვალენსიელთა ფორვარდი პაკო ალკასერიც გადავა, "ღამურები" კი სანაცვლოდ ნახევარმცველ სერჟი სამპერსა და ფორვარდ ელ-ჰადადი მუნირს მიიღებენ.

კატალონიელები ალვეშს კლაუდიო ბრავოს შემცვლელად განიხილავენ, რომელიც კარიერას "მანჩესტერ სიტიში" გააგრძელებს.
მკითხველის კომენტარები / 1 /
ძალიან მეცოდება ვალენსია.გომეში,დიეგო ალვეში,ალკასერი,ჩერიშევი,ნეგრედო,ხავი ფუეგო,პაბლო პიატი.მოკლედ დაშალეს გუნდი და ეგაა რაა.ერთადერთი ნორმალური შევსება ნანის სახით მიიღო გუნდმა და ისიც აღარაა ის ძველი ნანი რაც მანჩესტერში იყო.ალბათ 10ულს მიღმა აღმოჩნდება წელს ვალენსია.
giorgi
15:30 16-08-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული