გარეთ ბეილმა გააფორმა, რიგში მოდრიჩი და რონალდოა

AutoSharing Option
გარეთ ბეილმა ახალი, 5-წლიანი კონტრაქტი გააფორმა მადრიდის "რეალთან". ის 2021 წლამდე "სამეფო კლუბში" რჩება. უელსელის ხელფასი ("მარკას" ცნობით) წელიწადში 10 მილიონი ევრო იქნება.

მიუხედავად იმისა, რომ ბეილს ძალზე გადატვირთული (და ამავე დროს, წარმატებული) ზაფხული ჰქონდა, ის ახალ სეზონს დიდებულ ფორმაში შეხვდა. ევრო 2016-ის ნახევარფინალისტმა "ანოეტაზე" "რეალ სოსიედადს" ორი გოლი გაუტანა. 27 წლის ბეილი ხელფასით კაპიტან სერხიო რამოსს გაუთანაბრდა და გუნდში მხოლოდ კრიშტიანო რონალდოს ჩამორჩება.

სხვათა შორის, ესპანური პრესა ვარაუდობს, რომ რონალდოც მალე გააფორმებს ახალ კონტრაქტს, გაუმჯობესებული პირობებით, რომლის შესახებაც ოფიციალურად
სექტემბერში გამოცხადდება. მანამდე კი პორტუგალიელი სუპერვარსკვლავი ინდივიდუალურად ემზადება, ის სანაკრებო პაუზის შემდეგ დაუბრუნდება "რეალს". შეგახსენებთ, რომ რონალდო ევრო 2016-ის ფინალში, საფრანგეთის ნაკრების წინააღმდეგ მიღებულ ტრავმას მკურნალობს.

თუმცა, სანამ რონალდო გააფორმებს კონტრაქტს, შემდეგი ფეხბურთელი, ვინც "რეალთან" კონტრაქტს გააგრძელებს, ხორვატი ლუკა მოდრიჩია.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული