2015-16 წლების სეზონის საუკეთესო ევროპელ ფეხბურთელად კრიშტიანო რონალდო დასახელდა

AutoSharing Option
დღეს, 25 აგვისტოს, მონაკოში გამართულ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის კენჭისყრის დასრულების შემდგომ, 2015-16 წლების სეზონის ევროპის საუკეთესო ფეხბურთელი დასახელდა.

აღნიშნული ჯილდო მადრიდის "რეალის" პორტუგალიელ შემტევ კრიშტიანო რონალდოს ერგო, რომელმაც მადრიდის "ატლეტიკოს" ფორვარდ ანტუან გრიზმანსა და თანაგუნდელ გარეთ ბეილს აჯობა.

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე სეზონში პორტუგალიელმა შემტევმა მადრიდის "რეალთან" ერთად ჩემპიონთა ლიგა, პორტუგალიის ნაკრებთან კი ევროპის ჩემპიონატი მოიგო. 16 გატანილი გოლით რონალდო ჩემპიონთა ლიგის ბომბარდირი გახდა. ესპანეთის ჩემპიონატის 36 მატჩში რონალდომ 35 გოლი გაიტანა, ევროპის ჩემპიონატზე კი 7 მატჩში მან 3-ჯერ გამოიჩინა
თავი.
მკითხველის კომენტარები / 1 /
უსამართლო გადაწყვეტილებაა...ბეილი ბევრად ჯობდა...კრისტიანო თავისი აჩრდილიც არ იყოოო...და საერთოდ პორტუგალიის ნაკრების უსახური თამაშები...ისინი არაფერს არ იმსახურებდნეეენ.
მერაბი
10:21 26-08-2016
0

სიახლეები პოპულარული