სევილიურმა "ბეტისმა" საკუთარ მოედანზე ლა კორუნიის "დეპორტივოს" უმასპინძლა და უგოლო ფრეს დასჯერდა.
გამარჯვებული ვერც "ესპანიოლისა" და "მალაგას" დაპირისპირებაში გამოვლინდა - ფრე 2:2. არადა, ბარსელონაში, "კორნელია ელ-პრატზე" გამართულ შეხვედრაში მასპინძლები ჟერარდ მორენოს დუბლით (28-ე და 61-ე წუთები) იგებდნენ, მაგრამ დარჩენილ დროში ორბურთიანი უპირატესობა გაფლანგეს. 67-ე წუთზე ანგარიში ჯერ დიეგო ლორენტემ შეამცირა, ბოლო წუთზე კი შარლენმა გაიტანა და "მალაგას" ქულა გადაურჩინა.
პრიმერა დივიზონის მეორე ტურის დანარჩენი შეხვედრები დღეს და ხვალ, 27 და 28