სწორედ ამ შემოთავაზებით მიმართეს ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციას ჩემპიონატის ორგანიზატორებმა. მათი აზრით, ვიდეოგამეორებების სისტემით, თამაშების ხარისხი უკეთესი გახდება.
ვიდეოგამეორებების სისტემა პირველად საერთაშორისო მატჩზე 1-ელ სექტემბერს, იტალიის და საფრანგეთის ნაკრებებს შორის გამართულ შეხვედრაში გამოიყენეს. მაშინ მატჩი ფრანგთა გამარჯვებით, ანგარიშით 3:1 დასრულდა.