"სამეფო კლუბს" 14 ფეხბურთელი დაუბრუნდა, რომლებიც სხვადასხვა ეროვნულ გუნდში იყვნენ გამოძახებულნი. "რეალს" ტრავმირებულებიც უბრუნდებიან.
100 დღეზე მეტია, რაც ზინედინ ზიდანს ერთად ჯანზე არ ჰყოლია ცნობილი BBC (ბეილი, ბენზემა, რონალდო) და აი, გუშინ მის განკარგულებაში სამივე სუპერვარსკვლავი იყო. ქარიმ ბენზემა და კრიშტიანო რონალდო ყოველგვარი გართულების გარეშე შეუერთდნენ მოვარჯიშე "რეალს", თითქოს, არც ყოფილან დიდი ხანი თამაშგარეთ. ფრანგი ფორვარდი ბოლოს ევროპის სუპერთასზე ვნახეთ, სწორედ ამ თამაშში მიიღო ბენზემამ ტრავმა, ხოლო პორტუგალიელმა ტრავმა ევრო 2016-ის ფინალში მიიღო.
ზიდანმა ახლახან სამწვრთნელო შტაბში ყოფილი გოლკიპერი ვალბუენა დაამატა, რომელსაც მეტოქეების დაზვერვა დაევალება სეზონის განმავლობაში.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"