პეპე მადრიდის "რეალში" 2019 წლამდე დარჩება

AutoSharing Option
"მარკას" ინფორმაციით, ევროპის ჩემპიონი პეპე მადრიდის "რეალთან" ახალ ხელშეკრულებას გააფორმებს.

ახლანდელი კონტრაქტით, პეპეს "სამეფო კლუბში" ვადა 2017 წელს ეწურება, თუმცა პორტუგალიელი 2019 წლამდე დარჩება გუნდში. ეს ყველაფერი უახლოეს დღეებში გაფორმდება ოფიციალურად.

მიზეზი, რის გამოც "სამეფო კლუბის" ხელმძღვანელობას 33 წლის ვეტერანი არ ეთმობა, ფიფას მოსალოდნელი სანქციაა - "რეალს" 2017 წლის ზაფხულში და 2018 წლის ზამთარში სატრანსფერო საქმიანობა აკრძალული აქვს.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული