ესპანური წყაროების მტკიცებით, კოლუმბიელის მოთმინების ფიალა აივსო. როდრიგესი დაუღალავად ვარჯიშობს და ნაკრებშიც შესანიშნავად ასპარეზობს, თუმცა "რეალის" რიგებში თამაში არ უწევს.
ზინედინ ზიდანის მოსვლის შემდეგ როდრიგესმა სათადარიგოთა სკამზე გადაინაცვლა და როგორც ჩანს, ფრანგი სპეციალისტი არ აპირებს, აზრი შეიცვალოს.
ლა ლიგის გასულ 3 ტურში კოლუმბიელმა მხოლოდ 34 წუთი ითამაშა.
Daily Express-ის ინფორმაციით კი, როდრიგესი კონტაქტზე ინგლისურ კლუბებთან გავიდა, რომლებიდანაც ყველაზე მეტად ლონდონის "არსენალი" და "მანჩესტერ იუნაიტედი" აქტიურობენ.
ფეხბურთელის
გარდა ამისა, როდრიგესს აქვს ვარიანტი, კარიერა საფრანგეთში, კერძოდ კი, პსჟ-ში გააგრძელოს.