ჯეიმს როდრიგესმა შესაძლოა მადრიდის "რეალი" ზამთარში დატოვოს

AutoSharing Option
მადრიდის "რეალის" ნახევარმცველმა ჯეიმს როდრიგესმა მიიღო გადაწყვეტილება, კლუბი დატოვოს და ახალი სამუშაო ადგილი მოძებნოს.

ესპანური წყაროების მტკიცებით, კოლუმბიელის მოთმინების ფიალა აივსო. როდრიგესი დაუღალავად ვარჯიშობს და ნაკრებშიც შესანიშნავად ასპარეზობს, თუმცა "რეალის" რიგებში თამაში არ უწევს.

ზინედინ ზიდანის მოსვლის შემდეგ როდრიგესმა სათადარიგოთა სკამზე გადაინაცვლა და როგორც ჩანს, ფრანგი სპეციალისტი არ აპირებს, აზრი შეიცვალოს.

ლა ლიგის გასულ 3 ტურში კოლუმბიელმა მხოლოდ 34 წუთი ითამაშა.

Daily Express-ის ინფორმაციით კი, როდრიგესი კონტაქტზე ინგლისურ კლუბებთან გავიდა, რომლებიდანაც ყველაზე მეტად ლონდონის "არსენალი" და "მანჩესტერ იუნაიტედი" აქტიურობენ.

ფეხბურთელის
აგენტმა ჟორჟე მენდეშმა მას "წითელ ეშმაკებში" გადასვლა ურჩია.

გარდა ამისა, როდრიგესს აქვს ვარიანტი, კარიერა საფრანგეთში, კერძოდ კი, პსჟ-ში გააგრძელოს.
მკითხველის კომენტარები / 3 /
ჯეიმს ბონდი კიდე ხამეს როდრიგესია
sdfs
14:27 13-09-2016
0
ებიჭო მოიწვიეთ დინამოში.
სოს
18:18 13-09-2016
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული