"ევერტონის" ნახევარმცველი ჯეკ როდუელი "სამეფო კლუბის" ინტერესთა სფეროში მოექცა. 19 წლის როდუელი ინგლისური ფეხბურთის ერთ-ერთ ყველაზე პერსპექტიულ ნახევარმცველად მიიჩნევენ. ბევრი დაწერილა მის სავარაუდო ტრანსფერზე "მანჩესტერ იუნაიტედში", მაგრამ გუშინ Aშ-მა მკითხველს მოულოდნელი ვერსია შესთავაზა - როდუელის თამაშით "რეალის" პორტუგალიელი თავკაცი ჟოზე მოურინიო მოხიბლულა და ზაფხულში მისი ტრანსფერის საჭიროებაში "რეალის" ბოსებიც თითქმის დაურწმუნებია. მერსისაიდური კლუბი როდუელს დაახლოებით 18 მილიონ ევროს აფასებს.
ჩავი კუნძულზე ვერ წავა
"ბარსამ" ცოტა ხნით ჩავი დაკარგა, ბილბაოს "ატლეტიკYთან" 2:1 დასრულებულ მატჩში მან ფეხი დაიზიანა. გადაწყდა, რომ ყოველგვარი გართულებიდან
იტალიელი ესპანეთს აქებს, ეკვადორელს იტალიაში მიეჩქარება
იტალიის ნაკრებისა და "ვილიარეალის" ფორვარდმა ჯუზეპე როსიმ "გაძეტა დელო სპორტს" განუცხადა, რომ ევროპაში ყველაზე ლამაზ ფეხბურთს ესპანეთში თამაშობენ: "ფეხბურთში ბურთია მთავარი, უნდა ხშირად შეეხო მას, დაიმორჩილო, კარგი პასებით მოამარაგო თანაგუნდელები. ესპანეთში ამის გაცილებით მაღალი კულტურაა, ვიდრე იტალიაში. რა ვქნა, პატრიოტიზმი კი მეძალება, მაგრამ ქვეყანაში, სადაც სტადიონები მიგდებული და სანახევროდ ცარიელია, სადაც მხოლოდ რამდენიმე გუნდი თამაშობს კარგად, კარიერის გატარება არ მხიბლავს".
სამაგიეროდ, ესპანეთში, კერძოდ კი "ლევანტეში" მოთამაშე ეკვადორელმა ფელიპე კაისედომ განაცხადა, რომ სიამოვნებით ითამაშებდა სერია A-ში. "ჩემი ოცნებაა იტალიაში, კერძოდ კი მილანში თამაში, იქ ბევრი მეგობარი მყავს და ერთხელაც, ალბათ, მეც მათ შევუერთდები", - განაცხადა ვალენსიური კლუბის ბომბარდირმა.