როგორც კლუბის ოფიციალური საიტი იტყობინება, მწვრთნელის გათავისუფლების მთავარი მიზეზი ჩემპიონატში ნაჩვენები შედეგებია. შეგახსენებთ, რომ "ვალენსიამ" პირველ 4 ტურში 4 მარცხი განიცადა და შესაბამისად, ბოლო, მე-20 ადგილზეა.
მთავარი მწვრთნელის მოვალეობებს დროებით ვორო გონსალესი შეასრულებს. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად კი, კლუბის ხელმძღვანელობა მოლაპარაკებებების გამართვას რობერტო მანჩინისთან გეგმავს.