დარიო სრნა შესაძლოა "ბარსელონაში" იანვარში გადავიდეს

AutoSharing Option
დონეცკის "შახტარის" კაპიტანმა დარიო სრნამ შესაძლოა კარიერა "ბარსელონაში" გააგრძელოს. ამის შესახებ ინფორმაციას goal.com ავრცელებს.

ესპანელები ხორვატ ფეხბურთელთან მოკლევადიანი კონტრაქტის გაფორმებას იანვარში აპირებენ.

შეგახსენებთ, რომ 34 წლის მცველმა სანაკრებო კარიერა ზაფხულში დაასრულა.

სრნას ზაფხულში შეეძლო "ბარსელონაში" გადასვლა, მაგრამ მაშინ ტრანსფერი გარკვეული მიზეზების გამო არ შედგა.

აქვე გეტვყით, რომ სრნა "შახტარში" 2003 წლიდან თამაშობს და კლუბში ჩატარებული მატჩების რაოდენობით რეკორდსმენია.
მკითხველის კომენტარები / 1 /
რათ უნდათ ?
0

სიახლეები პოპულარული