ლუის სუარესმა ფილიპე ლუიშს ფეხი გაუხვრიტა [VIDEO]

AutoSharing Option
ლუის სუარესი კვლავ ყურადღების ცენტრშია. არა, ამჯერად მას არავინ დაუკბენია, მაგრამ არც ამაზე ნაკლები ყოფილა, რაც "ბარსელონა"-"ატლეტიკოს" მატჩში მოხდა - ერთ ეპიზოდში ურუგვაელმა ფორვარდმა ფეხში ისე მაგრად ჩასცხო ბუცი მადრიდელთა ბრაზილიელ მცველ ფილიპე ლუიშს, ტერფის ზედა ნაწილი გაუხვრიტა.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

ლუიშმა კი გახვრეტილი ფეხის ფოტო სოციალურ ქსელში ატვირთა.

დაგვეთანხმებით, მძიმე სანახავია ეს ყველაფერი, თუმცა ცალსახად ვერც იმას იტყვი, რომ სუარესმა ეს შეგნებულად გააკეთა. სათამაშო ეპიზოდი იყო და ორივე ფეხბურთელი დაკარგული ბურთისთვის იბრძოდა.

სუარესს ნამატჩევს ინციდენტზე ჰკითხეს:

"ფეხბურთს კაცები თამაშობენ და
ყველაფერი მოედანზე უნდა დარჩეს. თუ ყველამ თავისი ტრავმა ასე გამოფინა ინტერნეტში, ეს ნამდვილი ცირკი იქნება.

რა, მესის არ შეეძლო თავისი ტრავმირებული ფეხის ფოტოს დადება? მაგრამ ეს არ გაუკეთებია, იმიტომ, რომ მანაც მშვენივრად იცის - ეს კაცების თამაშია", - თქვა სუარესმა, რომელსაც მსაჯმა უხეშობისთვის ყვითელი ბარათი უჩვენა.

მესის ტრავმა სუარესს ტყუილად არ უხსენებია. საქმე ისაა, რომ წინა სეზონში, "ატლეტიკო"-"ბარსელონას" მატჩის დროს, სწორედ ფილიპე ლუიშმა მიაყენა მესის სერიოზული ტრავმა და ამისთვის უმალ მოედნიდან გააძევეს...

სხვათა შორის, სუარესს მხარი დაუჭირა ლუიშის თანაგუნდელმა ფერნანდო ტორესმა, რომელიც თამაშში მოგვიანებით ჩაერთო: "ის, რაც მოედანზე ხდება, მოედანზევე უნდა დარჩეს. ეს ყველაფერი ფეხბურთის ნაწილია".

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
ოი, "ბარსამანია", როდის აქეთ გახდა "ნაკლადკა" სათამაშო ეპიზოდი? :)))
Dato
21:00 23-09-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული