მადრიდის "რეალს" კეილორ ნავასი "ლას პალმასთან" მატჩისთვის უბრუნდება

AutoSharing Option
მადრიდის "რეალის" მეკარე კეილორ ნავასი სრულებით ჯანმრთელია და მზადაა ესპანეთის ჩემპიონატის VI ტურის მატჩისთვის, რომელსაც მისი გუნდი 24 სექტემბერს, "ლას პალმასის" წინააღმდეგ ჩაატარებს. ამის შესახებ Marca იუწყება.

გამოცემის ცნობით, მადრიდული გუნდის მთავარი მწვრთნელი ზინედინ ზიდანი კოსტარიკელ გოლკიპერს ამ მატჩის განაცხადში აუცილებლად შეიყვანს, ძირითადში კი კიკო კასილიას დააყენებს.

აღსანიშნავია, რომ ნავასი "რეალის" განაცხადს 118 დღის შემდეგ უბრუნდება. ბოლოს მან 28 მაისს, ჩემპიონთა ლიგის ფინალში "ატლეტიკოსთან" (1:1, პენ 5:3) ითამაშა, რის შემდეგაც აქილევსის მყესის ტრავმის დიაგნოზი დაუსვეს.

გასულ სეზონში მეკარემ "რეალის" კარი
ლა ლიგის 34 მატჩში დაიცვა და 28 გოლი გაუშვა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული