"ვალენსიაში" მთავარ მწვრთნელად ჩეზარე პრანდელის დანიშვნაზე ფიქრობენ

AutoSharing Option
იტალიის ეროვნული ნაკრების ყოფილი მთავარი მწვრთნელი ჩეზარე პრანდელი შესაძლოა უახლოეს მომავალში "ვალენსიას" თავკაცად დაინიშნოს. ამის შესახებ Marca იუწყება.

წყაროს ცნობით, "ღამურების" სპორტული დირექტორი ხესუს გარსია პიტარჩი ახლახან იტალიას ესტუმრა, პრანდელის შეხვდა და შესაძლო თანამშრომლობაზე მოლაპარაკებაც გამართა.

როგორც გამოცემა იუწყება, 59 წლის იტალიელმა სპეციალისტმა, რომელიც ბოლოს თურქულ "გალათასარაიში" მუშაობდა (2014-15 წლები), საკმაოდ მაღალი ანაზღაურება მოითხოვა, თუმცა, "ვალენსიაში" პრანდელის მოთხოვნებს მიუღებლად არ თვლიან და მასთან კონტრაქტის გაფორმებასაც შესაძლებლად მიიჩნევენ.

შეგახსენებთ, რომ "ვალენსიამ" მიმდინარე სეზონში გუნდის მთავარი მწვრთნელი პაკო აიესტარანი, არადამაკმაყოფილებელი შედეგების გამო
თანამდებობიდან დაითხოვა. მის მოვალეობას გუნდში ჯერჯერობით გონსალეს მარკო, იგივე ვორო ასრულებს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული