ლა ლიგა. VII ტური: "ბარსა" ვიგოში ისევ დაეცა [VIDEO]

AutoSharing Option
* თამაშის შემდეგ "ოსასუნას" 60 წლის თავკაცი ენრიკე მარტინი საავადმყოფოში აღმოჩნდა. მას ექიმებმა ჰიპერტონიული კრიზი დაუდგინეს.
* ანტუან გრიზმანმა ზედიზედ მესამე პენალტი ვერ გამოიყენა.
* მადრიდის "რეალმა" ზედიზედ მეოთხე მატჩში ითამაშა ფრედ.

მართალია, ვიგოში შარშანდელი 4:1 არ გამეორდა, მაგრამ 4:3-ც დიდი სენსაციაა - "ბარსა" "სელტასთან" კვლავ დამარცხდა! La casa de los horrores del Barca ("საშინელებათა სახლი "ბარსასთვის") - ასე დაასათაურა "მარკამ" ეს დაპირისპირება.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

ფეხი დაუცდა "სამეფო კლუბსაც". ასე რომ, დღეიდან ლიდერი "ატლეტიკოა"!

რომ არა ადანი
ჩრდილოური და სამხრეთული "რეალების"
დაპირისპირებაში "სოსიედადმა" იმარჯვა. "ბეტისის" კარში გამარჯვების გოლი მარჯვენა ფრთიდან მიკელ ოიარზაბალის ჩაწოდებამ და დასწრებაზე კარგად მოთამაშე კარლოს ველას დარტყმამ მოიტანა. ეს მექსიკელის მეორე გოლია სეზონში. რომ არა ანტონიო ადანის დამაჯერებელი თამაში ანდალუსიელთა კარში, ბასკები უფრო დიდი ანგარიშითაც იმარჯვებდნენ.

ბოლო წამებზე
უცნაური გუნდია "სევილია". ანდალუსიელები თითქმის ვერ თამაშობენ სტუმრად, მაგრამ ამის კომპენსაციას "სანჩეს პისხუანზე" ისე ახერხებენ, რომ ლიდერთა შორისაც კი რჩებიან. ხორხე სამპაოლის გუნდმა 2:1 დაჯაბნა "ალავესი". ანდალუსიელებს ახალი გმირი ჰყავთ - ექსტულუზელი ვისამ ბენ იედერი, რომელმაც დუბლი შეასრულა ბასკთა კარში. განსაკუთრებით აღსანიშნავია ქუსლით გატანილი მეორე ბურთი უკანასკნელ წუთზე.

ბოლო წამებს გავიხსენებთ "დეპორტივო"-"სპორტინგის" შეხვედრაშიც, სადაც მატჩს წერტილი ერთ დროს დიდ ტალანტად მიჩნეულმა ჰოლანდიელმა რაიან ბაბელმა დაუსვა პრიმერაში თავისი პირველი (თანაც, შესანიშნავი) გოლით - 2:1.

ბოლო წამებზე კაპიტანმა დავიდ გარსიამ იხსნა "ლას პალმასისთვის" ერთი ქულა "ოსასუნასთან" მატჩში - 2:2. ეს, რომ არ მომხდარიყო, უდიდესი უსამართლობა იქნებოდა, რადგან კანარელები ერთი თავით სჯობდნენ ნავარელებს, რომელთა გოლებიდან სერხიო ლეონის ბრწყინვალე გოლს გამოვარჩევთ.

"გრანადას" კი ვერც მწვრთნელის მოხსნამ უშველა, შინ დებიუტანტ "ლეგანესთან" წააგო (0:1) და უკანასკნელ ადგილზეა.

პრანდელის მოსვლამდე
საბრალო დიეგო ალვეში - მეტი რაღა ქნას! ტურის ცენტრალურ შეხვედრაში ორი პენალტი მოიგერია და ამ კომპონენტში ისედაც რეკორდსმენი კიდევ უფრო დაწინაურდა, მაგრამ ტაქტიკურად გამართულად მოთამაშე "ატლეტიკომ" "ვალენსიას" შანსი მაინც არ დაუტოვა - 2:0. ტაიმის მიწურულს ნანი შეცდა და გოლის გატანა ანტუან გრიზმანს შეეძლო, მაგრამ არცთუ ცუდად დარტყმული პენალტი ბრაზილიელმა მეკარემ მოიგერია.

ალვეშმა ფერნანდო ტორესსაც აჯობა დუელი, მაგრამ დამატებაზე იმავე გრიზმანმა იყოჩაღა. შემდეგ პენალტი ალვეშმა კაპიტან გაბისაც აუღო. მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში დიდებულად ითამაშა კევინ გამეირომ და თავისი გოლი გაიტანა. "მარკამ" "ატლეტიკოს" რიგებში მცველ ლუკასისა და შეცვლაზე შესული ფერეირა-კარასკოს თამაში გამოარჩია.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

დიეგო სიმეონე (ატლეტიკო): "ჩვენ ძალიან ნიჭიერი ბიჭები გვყავს: კარასკო, გრიზმანი, კორეა, ტორესი, გამეირო და სხვები, მაგრამ ჩვენი ძალა გუნდურობაშია. პირველ 10 წუთს თუ არ ჩავთვლით, მოედანზე სულ ჩვენ ვდომინირებდით".

ზედიზედ მეოთხე ფრე
"რეალის" თავს რაღაც ხდება - გუნდმა შინ ვერ დაამარცხა "ეიბარი". მეტიც, ფრან რიკოს თავურის წყალობით (მან კარვახალს დაასწრო) ბასკები იგებდნენ. "რეალმა" მალევე გაათანაბრა, კრიშტიანო რონალდომ მარცხენა ფრთაზე თავბრუ დაახვია ვიზავის და შორეულ ძელთან გარეთ ბეილს ბურთი თავზე "დაასვა" - 1:1. ზინედინ ზიდანის ზედიზედ მეოთხე ფრე - ვეღარ დავმალავთ, რომ "სამეფო კლუბს" პრობლემები აქვს. ლუკა მოდრიჩის გარეშე "რეალი" აშკარად ვერ თამაშობს ისე, როგორც მისგან ელიან.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

ბოლომდე ვერ გაძლეს
"ბილბაო" თითქმის მთელი მატჩი 10 კაცით იყო და თითქმის მთელი მატჩი იგებდა ანდალუსიაში არიც ადურისის გოლით, მაგრამ შემოვიდა გამოცდილი დუდა და "მალაგას" ეშველა, წამებში მან საგოლე პასი და გოლი მიითვალა - 2:1. ბარსელონაში კი "ესპანიოლი" და "ვილიარეალი" უგოლოდ დაშორდნენ. სხვაგვარად, როგორ იქნებოდა, როცა გუნდებმა მეტოქის კარში თითოჯერ შეძლეს ზუსტად დარტყმა?

ლა ლიგა. VII ტური
სოსიედადი-ბეტისი 1:0
გოლი: 1:0 ველა (63)
რეალ სოსიედადი (4-3-3): რული - ზალდუა (90. მ. გონსალესი), რ. ნავასი, ი. მარტინესი, ლიტრი - ჩაბი პრიეტო, ილიარამენდი, ზურუტუზა - ველა (75. კანალესი), ვილიან ჟოზე (91. ხუანმი), ოიარზაბალი
ბეტისი (4-3-3): ადანი - პიჩინი, ბ. გონსალესი, პეცელა, ა. მარტინესი - სებალიოსი, პეტროში, ფ. გუტიერესი (46. ბრაშანაცი) - ხოაკინი (70. მუსონდა), ალეგრია, რ. კასტრო (69. ნაუელი)
გაფრთხილება: 2-3; კუთხური: 4-2; ჯარიმა: 17-22; თამაშგარე: 2-2; კარში დარტყმა: 16-5 (8-2); ბურთის ფლობა: 61%-39%; მაყურებელი: 18 310

გრანადა-ლეგანესი 0:1
გოლი: 0:1 შიმანოვსკი (76)
გრანადა (4-2-3-1): ოჩოა - ტიტო, ვეზუ, გაბრიელი, გ. სილვა - სამპერი (55. კრჰინი), მარკესი - კარსელა-გონსალესი (79. კრავეცი), ბუენო (69. ბარალი), ა. პერეირა - პონსე
ლეგანესი (4-2-3-1): სერანტესი - ვ. დიასი, მედჯანი, მანტოვანი, დ. რიკო - რ. პერესი, ტიმორი - ო. რამოსი (67. იბანიესი), გაბრიელი (82. ინსუა), შიმანოვსკი - ლუსიანო (61. გერერო)
გაფრთხილება: 1-0; კუთხური: 6-4; ჯარიმა: 13-20; თამაშგარე: 0-2; კარში დარტყმა: 8-9 (1-3); ბურთის ფლობა: 42%-58%; მაყურებელი: 15 050

სევილია-ალავესი 2:1
გოლები: 1:0 ბენ იედერი (74), 1:1 ლაგუარდია (84), 2:1 ბენ იედერი (90)
სევილია (4-4-2): ს. რიკო - მარიანო, პარეხა, მერკადო, ესკუდერო - ვიტოლო, ნ'ზონზი, ფ. ვასკესი, ნასრი (58. სარაბია) - ბენ იედერი (92. იბორა), ვიეტო (61. განსო)
ალავესი (5-3-2): პაჩეკო - კიკო (26. პანტიჩი), ლაგუარდია, ალექსისი, რ. გარსია, ტ. ერნანდესი - კამარასა (79. კატაი), დ. ტორესი (29. კრსტიჩიჩი), მ. ლორენტე - ე. მენდესი, დეივერსონი
გაფრთხილება: 2-6; კუთხური: 9-2; ჯარიმა: 10-13; თამაშგარე: 3-1; კარში დარტყმა: 20-6 (12-1); ბურთის ფლობა: 75%-25%; მაყურებელი: 32 122

ოსასუნა-ლას პალმასი 2:2
გოლები: 1:0 რ. ტორესი (7-პენ), 2:0 ს. ლეონი (45), 2:1 ვ. გომესი (57), 2:2 დ. გარსია (90)
ოსასუნა (5-3-2): ნ. პერესი - ოიერი, უ. გარსია, ფლანიო, დ. გარსია, ფუენტესი (61. ბონინი) - დე ლას კუევასი, ფაუსტო, რ. ტორესი (81. ოლავიდე) - ს. ლეონი (64. რომერო), ბერენგერი
ლას პალმასი (4-3-3): რაული - მასედო, დ. გარსია, აიტამი (86. ასდრუბალი), ლოპეში (69. დ. კასტელიანო) - ვ. გომესი, მესა, პლასერესი - ბოატენგი, ლივაია, მ. გარსია (69. მომო)
გაფრთხილება: 3-4; კუთხური: 1-12; ჯარიმა: 17-7; თამაშგარე: 7-1; კარში დარტყმა: 5-17 (3-5); ბურთის ფლობა: 21%-79%; მაყურებელი: 15 415

დეპორტივო-სპორტინგი 2:1
გოლები: 1:0 ბორხესი (35), 1:1 ს. ალვარესი (65), 2:1 ბაბელი (90)
დეპორტივო (4-2-3-1): ლუქსი - ხუანფრანი, ალბენტოსა, სიდნეი, ფ. ნავარო - ბორხესი (83. გილერმე), მოსკერა - გამა, ჩოლაქი, მორენო დურანი (68. ბაბელი) - ანდონე
სპორტინგი ხ. (4-2-3-1): კუელიარი - ლ. კასტელიანო, ბაბენი, მერე, ი. ლოპესი - ს. ალვარესი, მ. გომესი - ვ. როდრიგესი (68. აიტ-ატმანე), ნ'დი (57. ვიგერა), ბურგუი (78. კარმონა) - ჩოპი
გაფრთხილება: 0-4; კუთხური: 11-4; ჯარიმა: 17-26; თამაშგარე: 2-3; კარში დარტყმა: 21-7 (6-2); ბურთის ფლობა: 59%-41%; მაყურებელი: 24 864

ვალენსია-ატლეტიკო 0:2
გოლები: 0:1 გრიზმანი (63), 0:2 გამეირო (93)
ვალენსია (4-3-3): დ. ალვეში - მონტოია, სანტოსი, მანგალა, გაია - კანსელო (46. მინა), მ. სუარესი, პარეხო - ე. პერესი, ნანი (80. ბაკალი), როდრიგო (67. ელ ჰადადი)
ატლეტიკო (4-3-3): ობლაკი - ხუანფრანი, სავიჩი, ლ. ერნანდესი, ფილიპე ლუიში - კოკე, გაბი, ს. ნიგესი (58. ფერეირა-კარასკო) - გრიზმანი (80. ტიაგო), გამეირო, ა. კორეა (63. ფ. ტორესი)
გამოუყენებელი პენალტი: გრიზმანი (44), გაბი (69)
გაფრთხილება: 1-3; კუთხური: 6-5; ჯარიმა: 10-15; თამაშგარე: 0-4; კარში დარტყმა: 14-17 (5-10); ბურთის ფლობა: 41%-59%; მაყურებელი: 43 276

რეალი-ეიბარი 1:1
გოლები: 0:1 ფ. რიკო (6), 1:1 ბეილი (17)
რეალი (4-3-3): კ. ნავასი - კარვახალი, ვარანი (46. ნაჩო), პეპე, დანილო - ისკო (72. ასენსიო), კროოსი, კოვაჩიჩი - ბეილი, ბენზემა (46. მორატა), რონალდო
ეიბარი (4-3-3): რიესგო - კაპა, დოს სანტოსი, ლეჟონი, ლუნა - ფ. რიკო, ესკალანტე, დ. გარსია - პედრო ლეონი (92. ადრიანი), ენრიჩი (76. კიკე), პენია (87. ბებე)
გაფრთხილება: 4-5; კუთხური: 7-5; ჯარიმა: 8-15; თამაშგარე: 6-1; კარში დარტყმა: 15-7 (3-4); ბურთის ფლობა: 64%-36%; მაყურებელი: 72 103

ესპანიოლი-ვილიარეალი 0:0
ესპანიოლი (4-4-2): დ. ლოპესი - ხ. ლოპესი, დ. ლოპესი, დ. რეიესი, ვ. სანჩესი - ე. პერესი, როკა (82. პ. დიოპი), ფუეგო, ხ. რეიესი (69. კარიკოლი) - კაისედო, ჟ. მორენო
ვილიარეალი (4-2-3-1): ასენხო - მარიო გასპარი, მუსაკიო, ვ. რუისი, ხ. კოსტა - ტრიგეროსი, ბრუნო სორიანო - რ. სორიანო (69. ჩერიშევი), ჯონ. დოს სანტოსი, კასტილიეხო (90. ბორე) - სანსონე (78. ბაკამბუ)
გაფრთხილება: 2-2; კუთხური: 3-1; ჯარიმა: 14-10; თამაშგარე: 3-3; კარში დარტყმა: 9-7 (1-1); ბურთის ფლობა: 40%-60%; მაყურებელი: 20 254

მალაგა-ბილბაო 2:1
გოლები: 0:1 ადურისი (3), 1:1 ს. რამირესი (82), 2:1 დუდა (83)
მალაგა (4-4-2): კამენი - როსალესი, კონე, დ. ლორენტე (46. ენ ნესირი), რიკა (63. ხუან კარლოსი) - ხუანპი, ნაჩო კამაჩო, რესიო, კ. კასტრო - შარლესი (67. დუდა), ს. რამირესი
ბილბაო (4-2-3-1): ირაისოსი - დე მარკოსი, ი. ალვარესი, ლაპორტი, ბალენზიაგა - სან ხოსე, ბენიატი - ვილიამსი (44. ლეკუე), რაულ გარსია, საბინი (75. მ. რიკო) - ადურისი (61. ეჩეიტა)
გაფრთხილება: 9-3; კუთხური: 7-2; ჯარიმა: 19-11; თამაშგარე: 2-5; კარში დარტყმა: 15-7 (3-1); ბურთის ფლობა: 61%-39%; მაყურებელი: 23 080

სელტა-ბარსელონა 4:3
გოლები: 1:0 სისტო (22), 2:0 ასპასი (31), 3:0 მატიო (33 ს. კ.), 3:1 პიკე (58), 3:2 ნეიმარი (64-პენ), 4:2 ასპასი (77), 4:3 პიკე (87)
სელტა (4-2-3-1): ს. ალვარესი - რონკალია, კაბრალი, ს. გომესი, მალიო - რადოია, ვასი (83. ხონი) - სისტო, პ. ერნანდესი, ბონგონდა (63. მ. დიასი) - ასპასი (88. გუიდეტი)
ბარსელონა (4-3-3): ტერ შტეგენი - ს. რობერტო, პიკე, მატიო, ალბა (81. პ. ალკასერი) - ანდრე გომეში, ბუსკეტსი (76. დ. სუარესი), არდა თურანი - რაფინია (46. ინიესტა), ლ. სუარესი, ნეიმარი
გაფრთხილება: 1-3; კუთხური: 3-6; ჯარიმა: 16-11; თამაშგარე: 0-2; კარში დარტყმა: 14-13 (9-4); ბურთის ფლობა: 36%-65%; მაყურებელი: 20 901

ბომბარდირები:
6 - ანტუან გრიზმანი (ატლეტიკო)
5 - ლუის სუარესი (ბარსელონა)
4 - არიც ადურისი (ბილბაო)
რუბენ კასტრო (ბეტისი)
ლიონელ მესი (ბარსელონა)
ჟერარდ მორენო (ესპანიოლი)
ნიკოლა სანსონე (ვილიარეალი)
ნეიმარი (ბარსელონა)

მომდევნო ტური
14 ოქტომბერი:
ლას პალმასი-ესპანიოლი;

15 ოქტომბერი:
ლეგანესი-სევილია, ბარსელონა-დეპორტივო, ატლეტიკო-გრანადა, ბეტისი-რეალი;

16 ოქტომბერი:
ალავესი-მალაგა, ბილბაო-რეალ სოსიედადი, სპორტინგი ხ-ვალენსია, ვილიარეალი-სელტა, ეიბარი-ოსასუნა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული