21 წლის ესპანელს აშკარად პროგრესი აქვს და წინა სეზონიდან მოყოლებული დღემდე, სტაბილურად კარგად გამოიყურება. კატალონიელთა ყურადღების ცენტრში ხვდება "ვალენსიას" პორტუგალიელი ლეგიონერი, 22 წლის ჟოაო კანსელოც.
გარდა ამისა, "ბარსამ თვალი მიუნხენის "ბაიერნის" მოთამაშეს, ჯოშუა კიმიხს დაადგა, 21 წლის ფეხბურთელმა ყველა სიკეთესთან ერთად, ბოლო დროს გოლების გატანაც დაიწყო. რაც შეეხებათ გამოცდილ მოთამაშეებს, საუბარი დონეცკის "შახტარის" 34 წლის ხორვატ
ისევ ბელერინს თუ დავუბრუნდებით, ისიც უნდა ვთქვათ, რომ "მეთოფეებს" მისი გაშვება სულაც არ სურთ და პირიქით, ახალ კონტრაქტსაც უმზადებენ, ისევე, როგორც 20 წლის ნიგერიელ ალექს ივობის, რომელსაც ამ სეზონში არსენ ვენგერი სტაბილურად ათამაშებს.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"