ხულიენ ლოპეტეგის ნაკრებმა მუნდიალის ორ საგარეო მატჩში ოთხი ქულა მოიპოვა, იტალიის ნაკრებთან ფრეს (1:1) ნაწვიმარ შკოდერში ალბანეთთან 2:0 გამარჯვება მოჰყვა. ესპანეთის ნაკრები რჩება ჯგუფის დაძლევის მთავარ ფავორიტად. სრულიად უაზრო პირველი ტაიმის შემდეგ ესპანეთმა მაინც შეძლო ალბანეთის დაცვის კედლის გარღვევა - ჯერ მასპინძელთა შეცდომით დიეგო კოშტამ ისარგებლა, შემდეგ კი
იტალიასთან მატჩისგან განსხვავებით, რომელიც, სხვათა შორის, ესპანურმა მედიამ "როხას" დადებითად არ შეუფასა, ლოპეტეგიმ ორი ცვლილება განახორციელა - დაცვაში ნაჩო მონრეალმა შეცვალა ტრავმირებული ალბა, ნახევარდაცვაში კი სასტარტოში გამოჩნდა ტიაგო ალკანტარა. 15 ათასმა მაყურებელმა მასპინძელთაგან სახეირო ვერაფერი ნახა, ალბანეთი მუდამ დაცვაში იყო გამაგრებული.
ესპანეთის ნაკრებმა ამ შეხვედრაში ცენტრალური მცველი სერხიო რამოსი დაკარგა, რომელიც სავარაუდოდ, ერთ თვეს ვერ ითამაშებს. ხოლო მეორემ, ჟერარდ პიკემ განაცხადა, რომ მისთვის მუნდიალი რუსეთში უკანასკნელი იქნება ნაკრების შემადგენლობაში და ამის მერე ის გუნდიდან წავა.
სოციალურ მედიაში დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია კატალონიელის მაისურამ, რომელსაც, თითქოს, აკლდა ესპანეთის დროშის ფერებში ყვითელ-წითელი ხაზები.
პიკე ისედაც არ უყვართ ესპანეთის ზოგიერთ რეგიონში, ამიტომაც ამან ფანების დიდი გულისწყრომა გამოიწვია. შემდეგში "მარკას" და სხვა საშუალებებსაც ბოდიშის მოხდა მოუწიათ, რადგან უამინდობაში პიკემ უბრალოდ მოტკეცილი, გრძელსახელოებიანი მაისურა აირჩია, რომელსაც უბრალოდ არ აქვს ყვითელ-წითელი ხაზები ბოლოში.
"პიკეს შემთხვევაში წყნარად უნდა ვიყოთ, დავიცადოთ და ეს ნაგავი თავისით დაილექება და არ მივიღოთ წინასწარი დასკვნები. ხომ გამოჩნდა, რომ სულ ტყუილად აკრიტიკებდნენ მას", - განაცხადა "როხას" თავკაცმა.
"მარკამ" ფანები გამოჰკითხა და აღმოჩნდა, რომ 90% მხარს უჭერს "ბარსელონას" მცველის გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც, ის 2018 წლის მუნდიალის შემდეგ სანაკრებო კარიერას დაასრულებს.
პიკეს ჩავი ერნანდესი გამოეხმაურა და მას გადაწყვეტილება მოუწონა: "ის, როგორც პიკეს ექცევიან, მართლაც დამღლელია, რადგან ის ნამდვილი პროფესიონალია და ნაკრებში მუდამ მონდომებით თამაშობს. მას უფლება აქვს განაცხადოს, რომ ასეთი მოქცევისგან დაიღალა და წასვლა სურს. მეც დაახლოებით ასეთ პრესში ვიყავი მოქცეული. რაც შეეხება მაისურის ინციდენტს, ჩვენი უბედურება ისაა, რომ ასეთ ნონსენსს დიდ ყურადღებას ვაქცევთ".
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"