ახალი კონტრაქტი "რეალში" - ისტორიული ტონი კროოსი

AutoSharing Option
"რეალის" ოფიციოზი ადასტურებს - ტონი კროოსმა კონტრაქტი კიდევ 2 წლით გააგრძელა, რითიც "სამეფო კლუბს" ბედი 2022 წლამდე დაუკავშირა. მანამდე ბევრი წყალი ჩაივლის და ჩაამთავრებს თუ არა კროოსი ამ ვადას "სანტიაგო ბერნაბეუზე", კაცმა არ იცის.

სამაგიეროდ, დაზუსტებით შეგვიძლია ვთქვათ ერთი რამ - "რეალთან" ახალი ხელშეკრულების ძალით, 26 წლის საყრდენი ნახევარმცველი სხვადასხვა დროის გერმანელ მოთამაშეთა შორის ყველაზე მაღალანაზღაურებად ფეხბურთელად იქცა.

საქმე ისაა, რომ კონტრაქტის გახანგრძლივებასთან ერთად, მოიმატა კროოსის ხელფასმაც და წელიწადში 20 მილიონ ევროს მიუკაკუნა. ორი წლის წინ "ბაიერნიდან" "რეალში" 30 მილიონ
ევროდ გადასვლის შემდეგ მან "ლოს ბლანკოსის" მაისურით 108 მატჩი ჩაატარა.

გასულ ზაფხულს მისი შეძენა მანჩესტერულ გრანდებს სურდათ, მაგრამ ვეჭვობთ, ახალი კონტრაქტის გაფორმების შემდეგ ეს სურვილი ახლო მომავალში ისევ გაუჩნდეთ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული