"არასდროს დამიფიქსირებია პოზიცია კატალონიის დამოუკიდებლობის შესახებ. ნებისმიერი ელიტური სპორტსმენი სერიოზულ პრობლემებს წააწყდება, თუ ასეთ განცხადებს გააკეთებს. ეს არასდროს მითქვამს, მაგრამ ჩემი რეპუტაცია მაინც შეირყა. საუბარი იმაზე, რომ პოლიტიკა და სპორტი შეუსაბამოა, საშინელი ტყუილია.
ვაღიარებ, რომ მომწონს პროვოცირება და სიამოვნებას ვიღებ დაძაბულობისგან. "ბარსელონასა" და "რეალის" კონკურენციის გარეშე ფეხბურთი სხვანაირი იქნებოდა", - ციტირებს პიკეს სიტყვებს Marca.