მადრიდის "რეალი" დორტმუნდის "ბორუსიას" 19 წლის ფორვარდით დაინტერესდა

AutoSharing Option
მადრიდის "რეალმა" ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში, შესაძლოა, დორტმუნდის "ბორუსიას" ფორვარდი უსმან დემბელე შეიძინოს. აღნიშნულ ინფორმაციას ესპანური ESPN ავრცელებს.

წყაროს ცნობით, მადრიდელებმა დორტმუნდელებს 19 წლის ფრანგი ფორვარდის ტრანსფერთან დაკავშირებით უკვე ოფიციალური წინადადება გაუკეთეს. "რეალს" 2018 წლის იანრვამდე ტრანსფერებზე ბანი ადევს, ამიტომ მადრიდელები ჯერ მის შეძენას, შემდეგ კი იჯარით გაშვებას გეგმავენ.

უცნობია ის თანხა, რომელსაც "რეალი" 19 წლის ფეხბურთელში იხდის. წინა წელს "ბორუსიამ" დემბელე "რენიდან" 15 მლნ ევროდ შეიძინა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული