ლუკას ერნანდესი: ესპანეთისა და საფრანგეთის ნაკრებებს შორის არჩევანი ჯერ არ გამიკეთებია

AutoSharing Option
მადრიდის "ატლეტიკოს" მცველი ლუკას ერნანდესი არ გამორიცხავს, რომ საფრანგეთის ნაცვლად, ესპანეთის ეროვნული ნაკრების ფორმა მოირგოს.

ფეხბურთელი 1996 წელს მარსელში დაიბადა, თუმცა 2 წლიდან ესპანეთში ცხოვრობს.

"გადაწყვეტილებას პირადად მივიღებ. ჯერჯერობით საფრანგეთის ახალგაზრდულ ნაკრებში გამოვდივარ, მაგრამ ჯერ კიდევ არ ვიცი, საბოლოოდ რომელი ქვეყნის ეროვნულ ნაკრებში ვითამაშებ. არაა გამორიცხული, არჩევანი ესპანეთზე შევაჩერო", - უთხრა ერნანდესმა AS-ს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული