"ატლეტიკოს" ფორვარდი დიეგო ფორლანი სავარაუდოდ არ მიიღებს მონაწილეობას პრიმერადივიზიონის 25-ე ტურის მატჩში "სევილიასთან". ურუგვაელმა ოთხშაბათს ვარჯიშზე კოჭის ტრავმა მიიღო.
ამ დროისთვის ის ინდივიდუალურად ვარჯიშობს. უახლოეს მატჩში ფორლანის მონაწილეობის საკითხი უშუალოდ თამაშის დაწყების წინ გადაწყდება.