"ატლეტიკო" "რივერ პლეიტის" 18 წლის თავდამსხმელის ერიკ ლამელას შეძენით სერიოზულადაა დაინტერესებული. არგენტინული კლუბის ხელმძღვანელობასთან დაახლოებული წყაროს ინფორმაციით, მადრიდელებმა არგენტინელებს ტრანსფერის წინადადებით მიმართეს და მზად არიან ნიჭიერ ჰავბეკში 18 მილიონი ევრო გადაიხადონ.
ლამელა ევროპული კლუბების ინტერესის სფეროში ჯერ კიდევ 12 წლის ასაკში მოხვდა, როდესაც "ბარსელონამ" მას 120 ათას ევროიანი კონტრაქტი შესთავაზა, პლუს 8 ათასი სპონსორებისგან, მაგრამ მაშინ მშობლებმა გადაწყვიტეს, შვილი არგენტინაში დარჩენილიყო.
მომზადებულია AS-ის მიხედვით