საუკეთესო ფეხბურთელი გრიზმანია - ესპანეთში 2015/16 წლების გამორჩეულები დააჯილდოეს

AutoSharing Option
24 ოქტომბერს ესპანეთში 2015/16 წლების გამორჩეულები დააჯილდოეს.

საუკეთესო მწვრთნელის წოდება მადრიდის "ატლეტიკოს" მთავარ მწვრთნელ დიეგო სიმეონეს ერგო. მწვრთნელის გარდა, საუკეთესოდ "ატლეტიკოს" 3 ფეხბურთელი დასახელდა - საუკეთესო მეკარე იონ ობლაკი გახდა, მცველი - დიეგო გოდინი, ხოლო გუნდის შემტევი ანტუან გრიზმანი გასული სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს.

საუკეთესო ნახევარმცველი მადრიდის "რეალის" ხორვატი ფეხბურთელი ლუკა მოდრიჩი გახდა, ფორვარდი - ლიონელ მესი, ლუის სუარესი კი საუკეთესო უცხოელი ფეხბურთელია.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული