დავიდ ვილია შესაძლოა ესპანეთის ნაკრებში გამოიძახონ

AutoSharing Option
ესპანეთის ნაკრების თავკაცმა ხულიენ ლოპეტეგიმ არ გამორიცხა, რომ ეროვნულ გუნდში ვეტერანი დავიდ ვილია დააბრუნოს.

"ვალენსიასა" და "ბარსელონას" ყოფილი ფორვარდი ამჟამად "ნიუ იორკ სიტიში" თამაშობს და კვლავ შედეგიანია.

"ელ გუახემ" ახლახან აღნიშნა, რომ ნაკრები არ დაუტოვებია და თუ დაუძახებენ, აუცილებლად გამოცხადდება მადრიდში ნაკრების ბაზაზე.

"ვილია ახლაც ძალიან კარგად თამაშობს. მომავალში ვნახავთ, შეძლებს თუ არა ის დაბრუნებას ნაკრებში. ძალიან ბევრ ფეხბურთელს ვაკვირდები და ნაკრების კარი არავისთვის დამიხურავს", - განაცხადა ლოპეტეგიმ.

ვილია 34 წლისაა, "ნიუ იორკის" შემადგენლობაში მან 62 მატჩში 40 გოლი გაიტანა.
ეროვნულ ნაკრებში მის ანგარიშზე 59 გოლია და ის ნაკრების ისტორიაში საუკეთესო გოლეადორია.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული