ლა ლიგა. X ტური: ზიდანი - რონალდო კრიტიკოსებს მოედანზე პასუხობს [VIDEO]

AutoSharing Option
29 ოქტომბერს ესპანეთის ლა ლიგის მე-10 ტურის 4 შეხვედრა გაიმართა.

"სევილიამ" სტუმრად ხიხონის "სპორტინგს" ვერ მოუგო - 1:1. ლუსიანო ვიეტომ მე-4 წუთზე დააწინაურა ანდალუსიელები, მაგრამ ასტურიელებს ქულა მოი გომესმა გადაურჩინა.

როგორც იქნა, მშრალი სერია დაასრულა კრიშტიანო რონალდომ, რომლის ჰეთ თრიკის წყალობით, "რეალმა" სტუმრად 4:1 დაამარცხა "ალავესი". რონალდოს პოკერის შესრულებაც შეეძლო, მაგრამ 79-ე წუთზე პენალტი ვერ გაიტანა. "რეალის" კიდევ ერთი გოლი ალვარო მორატას ანგარიშზეა.

იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

ზინედინ ზიდანი (რეალი): "მე არასოდეს არ ვაფასებ მსაჯების მოქმედებას, მათ ძალიან რთული მისია აკისრიათ. ჩემი
აზრით, ორივე პენალტი დასანიშნი იყო. კრიშტიანო კრიტიკოსებს პასუხს მოედანზე კარგი თამაშით სცემს. მორატამაც შეძლო გატანა, თუმცა უნდა აღვნიშნო ბენზემას გაწეული შრომაც. პირველ ტაიმში გაგვიჭირდა, მაგრამ სიძნელეებს გავუმკლავდით. ასეა, წინააღმდეგ შემთხვევაში ჩემპიონატს ვერ მოიგებ".

"ატლეტიკომ" 4:2 მოუგო "მალაგას", ორივე გუნდმა თამაში ათი კაცით დაასრულა. იანიკ ფერეირა-კარასკომ და კევინ გამეირომ დუბლები შეასრულეს. სტუმართა გოლები სანდრო რამირესისა და ნაჩო კამაჩოს ანგარიშზეა.

იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

"ბარსელონამ" მოულოდნელად, გაჭირვებით დაამარცხა ბოლოადგილოსანი "გრანადა" - 1:0. ერთადერთი გოლი რაფაელ ალკანტარას "მაკრატელა" დარტყმას მოჰყვა. ამ მოგებით "ბარსა" მეორე ადგილზე გადავიდა.

იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

შაბათი. 29 ოქტომბერი
სპორტინგი-სევილია 1:1
გოლები: 0:1 ვიეტო (4), 1:1 მ. გომესი (20)

ალავესი-რეალი 1:4
გოლები: 1:0 დეივერსონი (7), 1:1 რონალდო (17-პენ), 1:2 რონალდო (33), 1:3 მორატა (84), 1:4 რონალდო (88)
გამოუყენებელი პენალტი: რონალდო (79. რეალი)

ატლეტიკო-მალაგა 4:2
გოლები: 1:0 ფერეირა-კარასკო (7), 2:0 გამეირო (24), 2:1 ს. რამირესი (31), 3:1 გამეირო (44), 3:2 ნაჩო კამაჩო (64), 4:2 ფერეირა-კარასკო (86)
გაძევება: სავიჩი (60. ატლეტიკო), გ. კასტრო (88. მალაგა)

ბარსელონა-გრანადა 1:0
გოლი: 1:0 რაფინია (48)

პარასკევი. 28 ოქტომბერი
ლეგანესი-სოსიედადი 0:2

კვირა. 30 ოქტომბერი
ეიბარი-ვილიარეალი 15:00
ბილბაო-ოსასუნა 19:15
ბეტისი-ესპანიოლი 21:30
ლას პალმასი-სელტა 23:45

ორშაბათი. 31 ოქტომბერი
დეპორტივო-ვალენსია 23:45

1. რეალი - 24 ქულა; 2. ბარსელონა - 22; 3. ატლეტიკო - 21; 4. სევილია - 21; 5. ვილიარეალი - 19.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული