ლა ლიგა. X ტური: ნაცნობი ტრიო თავში [VIDEO]

AutoSharing Option
* კრიშტიანო რონალდომ ეროვნული ჩემპიონატების მატჩებში უკვე 352 გოლი გაიტანა. 3 გოლი მან პორტუგალიის ჩემპიონატში გაიტანა, 84 - ინგლისის პირველობაზე, ლა ლიგაში მის ანგარიშზე 265 გოლია.

* "ბარსელონა"-"გრანადას" თამაშის წინ ლუის სუარესმა პუბლიკას ახლახან მიღებული ტროფეი - "ოქროს ბუცი" აჩვენა.

ესპანურ გრანდთა სამეულმა "სევილიას" წაფორხილებით ისარგებლა და ანდალუსიური კლუბი ლიდერთა ტრიოდან გააგდო. კრიშტიანომ გამოიღვიძა, "ბარსამ" ძილ-ბურანში მოიგო, "ატლეტიკოში" კი ფერეირა-კარასკო ბრწყინავს.

როგორც გრანდი
მადრიდის გარეუბანში "ჩური ურდინმა" საკმაოდ იოლად იმარჯვა, "ლეგანესის" კარში პირველ ტაიმში ვილიან ჟოზემ გაიტანა თავური დარტყმით (ეს ბრაზილიელის
მე-5 გოლია სეზონში), მეორეში კი დამატებაზე ვეტერანმა ჩაბი პრიეტომ იყოჩაღა - 0:2.

ორი ბასკი მწვრთნელის დუელი სტუმარმა მოიგო - ასიერ გარიტანოს ბიჭებმა ვერაფერი დაუპირისპირეს გრანდივით გამართულად მოთამაშე ეუსებიო საკრისტანის "რეალ სოსიედადს" და ბოლო ოთხ ტურში მესამედ დამარცხდნენ.

"სევილიას" აქილევსის ქუსლი
"სევილიას" სტუმრად თამაშიც რომ შეეძლოს, ესპანეთის ჩემპიონი თავისუფლად გახდებოდა, მაგრამ არ იცის და ვერც ხორხე სამპაოლიმ ასწავლა - გუნდი ლუსიანო ვიეტოს გოლით უგებდა ხიხონში "სპორტინგს", მაგრამ ზედიზედ მეორე საგარეო მატჩის მოგება ვერ შეძლო - 1:1.

პირველ ტაიმში მოი გომესის გოლი ნამდვილად დამსახურებული იყო, რადგან "სპორტინგი" უკეთ თამაშობდა. ტრავმის გამო "სევილიას" სამირ ნასრი დააკლდა.

რონალდომ გაიღვიძა
"რეალი" ისეთი თამაშების მოგებას დაეჩვია (თანაც, დიდი ანგარიშით), რომელშიც უპირატესობა თითქმის არ აქვს. ალბათ, "ალავესის" ფანები გაოცებულნი მიდიოდნენ შინ, როგორ "შეძლო" მათმა გუნდმა "რეალთან" 1:4 დამარცხება. ბასკები სულაც წინ იყვნენ დეივერსონის გოლით, მაგრამ შემდეგ გოლების გატანა გაიხსენა კრიშტიანო რონალდომ.

კრიშტიანომ ჯერ პენალტით გაათანაბრა, რომელიც საკამათო გახლდათ. საბოლოოდ, პორტუგალიელმა ჰეთ-თრიკი შეასრულა. მას პოკერიც შეეძლო, მაგრამ ამ შეხვედრაში მეორე პენალტი ვეღარ გაიტანა. აქვე აღვნიშნავთ პეპეს ტრავმასა და მატეო კოვაჩიჩის ძალიან კარგ თამაშს.

ზინედინ ზიდანი (რეალი): "მე არასოდეს ვაფასებ მსაჯების მოქმედებას, მათ ძალიან რთული მისია აკისრიათ. ჩემი აზრით, ორივე პენალტი დასანიშნი იყო. კრიშტიანო კრიტიკოსებს მოედანზე კარგი თამაშით პასუხობს. ალვარო მორატამაც შეძლო გატანა, თუმცა უნდა აღვნიშნო ბენზემას მიერ გაწეული შრომაც. პირველ ტაიმში გაგვიჭირდა, მაგრამ სიძნელეებს გავუმკლავდით. ასეა, წინააღმდეგ შემთხვევაში ჩემპიონატს ვერ მოიგებ".

იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

ბელგიელი ლიდერი
იანიკ ფერეირა-კარასკო "ატლეტიკოს" ნამდვილ ლიდერად ყალიბდება. "მალაგასთან" მატჩში, რომელიც "როხიბლანკოს" თითქოს, იოლად უნდა მოეგო, მაგრამ ბოლოს გაუჭირდა (4:2), ბელგიელმა დუბლი შეასრულა. მისი მეორე გოლი, რომელმაც თამაშს წერტილი დაუსვა, უბრალოდ, ბრწყინვალე იყო. დუბლი ამ თამაშში ფერეირა-კარასკომდე კევინ გამეირომ შეასრულა.

ანტუან გრიზმანმა ვერ გაიტანა, თუმცა ორი საგოლე პასი მასზეა. ამ შეხვედრაში 10 გაფრთხილება და ორი გაძევება იყო, ტრავმა მიიღო "ატლეტიკოს" არგენტინელმა შემტევმა ნიკო გაიტანმა.

დიეგო სიმეონე (ატლეტიკო): "ფერეირა-კარასკომ საკუთარი პოტენციალის გამოვლენა დიდი შრომისა და მონდომების გამო დაიწყო. მისი პროგრესის მამოძრავებელი ძალა ბელგიელის ამბიციურობაა. იანიკი ძალიან ჯიუტია, მან დაცვაში თამაში გამოასწორა. მთავარი ის კი არ არის, რამდენი გოლი გააქვს მას, არამედ, რამდენად იხარჯება გუნდის წარმატებისთვის".

იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

რომ არა რაფინია
ჩემპიონის ასეთ თამაშს ბოლოადგილოსან "გრანადასთან" ნამდვილად არ ველოდით, მაგრამ ფაქტია, რაფაელ ალკანტარას "მაკრატელა" მეორე ტაიმის დასაწყისში, რომელმაც "ბარსას" სამი ქულა მოუტანა, ამ მატჩში ერთადერთი დასამახსოვრებელი ეპიზოდი იყო. ტრავმირებული ინიესტას გარეშე მოთამაშე კატალონიელთა შუახაზს კრეატიულობა აკლდა, ხოლო შემტევ MSN (მესი, სუარესი, ნეიმარი)-ს - სიმწვავე - 1:0.

ლუის ენრიკე (ბარსელონა): "მწვავედ ვერ გამოვიყურებოდით, თუმცა ძნელია იმ გუნდის დამარცხება, რომლის ათივე მინდვრის მოთამაშე ბურთის უკან იმყოფება. გამარჯვებით, რა თქმა უნდა, კმაყოფილი ვარ. სწორი მიმართულებით ვვითარდებით. ჩემი სურვილიცაა, რომ ყოველ ტურში ვანადგურებდეთ მეტოქეებს, მაგრამ ეს ხომ შეუძლებელია".

იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

კვირის მატჩები
"ვილიარეალმა" შესანიშნავი შანსი გაუშვა ხელიდან, სტუმრად "ეიბარის" დამარცხების შემთხვევაში "ყვითელი წყალქვეშა ნავი" მე-2-მე-3 ადგილებზე გადავიდოდა, მაგრამ "ვილიარეალმა" ბასკეთში სულაც წააგო. არადა, მე-8 წუთამდე ბრუნო სორიანოს პენალტით იგებდა, შემდეგ კი მასპინძლებმა ორი გოლი გაიტანეს ასენხოს კარში. გამარჯვება "ეიბარს" ვეტერანმა პედრო ლეონმა მოუტანა.

ბასკურ-ნავარული დერბი მშვიდობით დასრულდა - "სან მამესზე" ორიოლ რიერამ "ოსასუნა" დააწინაურა, მაგრამ რაულ გარსიამ მალევე გაათანაბრა - 1:1. "ესპანიოლმა" დავიდ რეიესის ერთადერთი გოლით 1:0 მოუგო სევილიაში "ბეტისს".

X ტური
ლეგანესი-სოსიედადი 0:2
გოლები: 0:1 ვილიან ჟოზე (29), 0:2 ჩაბი პრიეტო (59)
ლეგანესი (4-2-3-1): სერანტესი - ვ. დიასი, პ. ინსუა, მედჯანი, დ. რიკო - რ. პერესი, ტიმორი (46. უ. ლოპესი) - ო. რამოსი (73. იბანიესი), გაბრიელი (69. ალბერტო), შიმანოვსკი - გერერო
რეალ სოსიედადი (4-3-3): რული - კ. მარტინესი, რ. ნავასი, ი. მარტინესი, ი. ბერჩიჩე - ჩაბი პრიეტო, ილიარამენდი, ზურუტუზა - ველა (80. კანალესი), ვილიან ჟოზე (88. ხუანმი), ოიარზაბალი
გაფრთხილება: 5-2; კუთხური: 1-4; ჯარიმა: 19-15; თამაშგარე: 1-2; კარში დარტყმა: 6-9 (3-5); ბურთის ფლობა: 40%-60%; მაყურებელი: 10 922

სპორტინგი-სევილია 1:1
გოლები: 0:1 ვიეტო (4), 1:1 მ. გომესი (20)
სპორტინგი ხ. (4-4-2): კუელიარი - ლ. კასტელიანო, მერე, ამორებიეტა, კანელია - მ. გომესი (82. ლორა), ს. ალვარესი, კასესი, ი. ლოპესი (69. ბურგუი) - ჩოპი (70. ნდი), ვიგერა
სევილია (3-4-1-2): ს. რიკო - მერსადო, კარიშო, რამი - მარიანო, ნასრი (46. იბორა), ნ'ზონზი, ვიტოლო - ფ. ვასკესი - ვიეტო, ბენ იედერი (74. სარაბია)
გაფრთხილება: 6-2; კუთხური: 3-4; ჯარიმა: 17-9; თამაშგარე: 2-2; კარში დარტყმა: 9-20 (5-6); ბურთის ფლობა: 37%-63%; მაყურებელი: 22 803

ალავესი-რეალი 1:4
გოლები: 1:0 დეივერსონი (7), 1:1 რონალდო (17-პენ), 1:2 რონალდო (33), 1:3 მორატა (84), 1:4 რონალდო (88)
ალავესი (5-3-2): პაჩეკო - კიკო, ალექსისი, ფედალი, რ. გარსია, ტ. ერნანდესი - დ. ტორესი (83. სანტოსი), მ. გარსია (62. კრსტიჩიჩი), კამარასა - დეივერსონი, ე. მენდესი (67. კატაი)
რეალი (4-3-3): კ. ნავასი - დანილო, პეპე (24. ნაჩო), ვარანი, მარსელო - კოვაჩიჩი, კროოსი, ისკო - ბეილი (87. ლ. ვასკესი), ბენზემა (67. მორატა), რონალდო
გამოუყენებელი პენალტი: რონალდო (79. რეალი)
გაფრთხილება: 5-1; კუთხური: 4-3; ჯარიმა: 15-6; თამაშგარე: 1-3; კარში დარტყმა: 8-15 (3-5); ბურთის ფლობა: 41%-59%; მაყურებელი: 19 840

ატლეტიკო-მალაგა 4:2
გოლები: 1:0 ფერეირა-კარასკო (7), 2:0 გამეირო (24), 2:1 ს. რამირესი (31), 3:1 გამეირო (44), 3:2 ნაჩო კამაჩო (64), 4:2 ფერეირა-კარასკო (86)
ატლეტიკო (4-4-2): ობლაკი - ხუანფრანი, გოდინი, სავიჩი, ფილიპე ლუიში - გაიტანი (31. ა. კორეა), გაბი, ს. ნიგესი, ფერეირა-კარასკო - გამეირო (65. ტიაგო), გრიზმანი (61. ლ. ერნანდესი)
მალაგა (4-2-3-1): კამენი - როსალესი, კონე (63. ენ ნესირი), ვილიანუევა, რიკა - ფორნალსი (72. დუდა), ნაჩო კამაჩო - ხონი (59. ხუანპი), გ. კასტრო, ხუან კარლოსი - ს. რამირესი
გაძევება: სავიჩი (60. ატლეტიკო), გ. კასტრო (88. მალაგა)
გაფრთხილება: 4-6; კუთხური: 6-2; ჯარიმა: 10-10; თამაშგარე: 1-0; კარში დარტყმა: 16-6 (7-3); ბურთის ფლობა: 55%-45%; მაყურებელი: 47 471

ბარსელონა-გრანადა 1:0
გოლი: 1:0 რაფინია (48)
ბარსელონა (4-3-3): ტერ შტეგენი - ს. რობერტო, მასკერანო, უმტიტი, დინი - დ. სუარესი (71. ანდრე გომეში), რაკიტიჩი, რაფინია - მესი, ლ. სუარესი (83. პ. ალკასერი), ნეიმარი
გრანადა (5-4-1): ოჩოა - კუენკა, ვეზუ, ლომბანი, სონიე, გაბრიელი - კარსელა-გონსალესი, ტორალი (77. სამპერი), აგბო, ა. პერეირა (60. ბოგა) - კრავეცი (72. ბარალი)
გაფრთხილება: 1-4; კუთხური: 8-1; ჯარიმა: 7-17; თამაშგარე: 6-6; კარში დარტყმა: 15-1 (5-0); ბურთის ფლობა: 72%-28%; მაყურებელი: 82 914

ეიბარი-ვილიარეალი 2:1
გოლები: 0:1 ბრუნო სორიანო (40-პენ), 1:1 ი. რამისი (80), 2:1 პედრო ლეონი (87)
ეიბარი (4-4-2): რიესგო - კაპა (73. არბილია), ი. რამისი, ლეჟონი, ლუნა - პედრო ლეონი, დ. გარსია, ფ. რიკო, ინუი (90. პენია) - კიკე (81. ადრიანი), ენრიჩი
ვილიარეალი (4-4-2): ასენხო - მარიო გასპარი, მუსაკიო, რუისი, ხ. კოსტა - კასტილიეხო, ტრიგეროსი (91. ჩერიშევი), ბრუნო სორიანო, რ. სორიანო (68. ჯონ. დოს სანტოსი) - ბაკამბუ, სანსონე (79. ბორე)
გაფრთხილება: 2-3; კუთხური: 3-7; ჯარიმა: 16-16; თამაშგარე: 1-4; კარში დარტყმა: 13-6 (9-1); ბურთის ფლობა: 48%-52%; მაყურებელი: 4 678

ბილბაო-ოსასუნა 1:1
გოლები: 0:1 რიერა (23), 1:1 რაულ გარსია (28)
ბილბაო (4-2-3-1): ირაისოსი - დე მარკოსი (46. ლეკუე), ეჩეიტა, ლაპორტი, ბალენზიაგა - ბენიატი (66. მ. რიკო), სან ხოსე - ვილიამსი, რაულ გარსია, მუნიაინი - საბინი (55. ადურისი)
ოსასუნა (5-3-2): ნ. პერესი - ოიერი, დ. გარსია, ფლანიო, უ. გარსია, ბერენგერი - რ. ტორესი, დიგარი (33. ფაუსტო), დე ლას კუევასი - რიერა (40. კოდრო), ს. ლეონი (83. ოტეგუი)
გაფრთხილება: 2-1; კუთხური: 9-2; ჯარიმა: 10-11; თამაშგარე: 5-5; კარში დარტყმა: 18-7 (4-3); ბურთის ფლობა: 70%-30%; მაყურებელი: 43 696

ბეტისი-ესპანიოლი 0:1
გოლი: 0:1 დ. რეიესი (62)
ბეტისი (4-4-2): ადანი - რ. ნავარო, მანდი, პეცელა, ა. მარტინესი (80. ალეგრია) - ხოაკინი (64. სეხუდო), ფ. გუტიერესი, პეტროში, მარტინი (64. ნაუელი) - რ. კასტრო, სანაბრია
ესპანიოლი (4-4-2): დ. ლოპესი - ვ. სანჩესი, დ. ლოპესი, დ. რეიესი, კარიკოლი - ე. პერესი (82. დემიკელისი), ფუეგო, როკა, პიატი (76. დიოპი) - ლ. ბაპტიშტაო (70. ხ. რეიესი), ჟ. მორენო
გაფრთხილება: 3-3; კუთხური: 8-3; ჯარიმა: 15-15; თამაშგარე: 1-0; კარში დარტყმა: 13-10 (5-5); ბურთის ფლობა: 61%-39%; მაყურებელი: 38 282

ლას პალმასი-სელტა 3:3
გოლები: 0:1 ვასი (6), 0:2 ასპასი (14), 0:3 ასპასი (21), 1:3 ბიგასი (52), 2:3 ვიერა (66-პენ), 3:3 ბოატენგი (68)
ლას პალმასი (4-2-3-1): რაული - მიჩელი, დ. გარსია, ბიგასი, დ. კასტელიანო - ვ. გომესი (62. ლივაია), მესა - ვიერა, ბოატენგი, ტანასუ (75. მომო) - არაუხო (85. მ. გარსია)
სელტა (4-4-2): ს. ალვარესი - მალიო, ს. გომესი, კაბრალი, რონკალია - რადოია, პ. ერნანდესი, ვასი (76. ბონგონდა), ორელიანა (34. მ. დიასი) - სისტო (69. ხონი), ასპასი
გაძევება: ს. გომესი (65)
გაფრთხილება: 2-8; კუთხური: 8-1; ჯარიმა: 12-23; თამაშგარე: 3-3; კარში დარტყმა: 17-9 (8-6); ბურთის ფლობა: 76%-24%; მაყურებელი: 21 194

ორშაბათი. 31 ოქტომბერი
დეპორტივო-ვალენსია 23:45

ბომბარდირები:
7 ლიონელ მესი (ბარსელონა)
ლუის სუარესი (ბარსელონა)
6 ანტუან გრიზმანი (ატლეტიკო)
იაგო ასპასი (სელტა)

მომდევნო ტური
4 ნოემბერი:
მალაგა-სპორტინგი ხ;

5 ნოემბერი:
გრანადა-დეპორტივო, რეალ სოსიედადი-ატლეტიკო, ოსასუნა-ალავესი, ლას პალმასი-ეიბარი;

6 ნოემბერი:
რეალი-ლეგანესი, ესპანიოლი-ბილბაო, სელტა-ვალენსია, ვილიარეალი-ბეტისი, სევილია-ბარსელონა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული