"არაფერი შეცვლილა, ჩემი სათამაშო სტილი ისეთივეა, როგორიც იყო, როდესაც ბავშვი ვიყავი. მესმის, რომ პირველ რიგში, ფეხბურთი ჩემი სამუშაოა, რომ მას სხვაგვარად უნდა მივუდგე, მაგრამ არც იმის დავიწყება შეიძლება, რომ ფეხბურთი მხოლოდ და მხოლოდ თამაშია.
ხანდახან უკიდურესად გაბრაზებული და გაღიზიანებული ვარ, მაგრამ ეს უფრო ხშირად სახლში ხდება, ვიდრე მოედანზე.
ცენტრალურ თავდამსხმელად თამაში გასულ სეზონში დავიწყე და ეს ჩემთვის იდეალური ვარიანტია, იმიტომ რომ პრაქტიკულად "ბარსელონას" მთელი თამაში ცენტრის გავლით მიდის.
დიახ, არსებობს ბრალდებები ჩემი მისამართით, რომ არგენტინის ნაკრებში უარესად ვთამაშობ, ვიდრე "ბარსელონაში", რაც მაღიზიანებს, მაგრამ ეს უკვე წარსულია. ახლა ნაკრებში თავს ძალიან კომფორტულად ვგრძნობ და ვოცნებობ, რომ ოდესმე მსოფლიოს ჩემპიონატს მოვიგებთ. მიმაჩნია, რომ ნამდვილად დიდ ფეხბურთელად ვერ ჩაითვლები, სანამ მსოფლიოს ჩემპიონატს არ მოიგებ.
არგენტინა მრავალი წელია ახალი დიეგო მარადონას ძიებაშია. მას ხან პაბლო აიმარს უწოდებდნენ, ხან ხავიერ ძანეტის... სინამდვილეში, არსებობს მხოლოდ ერთი დიეგო და არასწორია იმის მოლოდინი, რომ კიდევ ერთი გამოჩნდება", - განაცხადა მესიმ.
მომზადებულია AFP -ის მიხედვით
.