ლა ლიგა. XI ტური: მადრიდის "ატლეტიკო" "ანოეტაზე" დაეცა [VIDEO]

AutoSharing Option
5 ნოემბერს ესპანეთის ლა ლიგის მე-11 ტურის 4 შეხვედრა გაიმართა.

მადრიდის "ატლეტიკომ" 2014 წლის თებერვლის მერე პირველად წააგო სტუმრად ზედიზედ ორ ტურში, "სევილიასთან" წაგების მერე დიეგო სიმეონეს გუნდი "რეალ სოსიედადთანაც" დამარცხდა - 0:2.

იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

მატჩის ბედი ორი პენალტით გადაწყდა - მეორე ტაიმში ჯერ გაბიმ იუხეშა და კარლოს ველამ გაიტანა, შემდეგ ველა წააქცია კორეამ და პენალტი ამჯერად, ვილიან ჟოზემ შეაგდო.

დიეგო სიმეონე (ატლეტიკო): "პირველ ტაიმში კარგად ვითამაშეთ და გატანის შანსებიც გვქონდა. "რეალ სოსიედადმა" მეორე ტაიმი უკეთ ითამაშა. ვაღიარებ, რომ ორივე
პენალტი ჩვენს კარში სამართლიანად დაინიშნა. გრიზმანი და მთელი გუნდი სტუმრად თამაშში ვერ ყოჩაღობს და ეს უნდა გამოვასწოროთ".

შაბათი. 5 ნოემბერი
გრანადა-დეპორტივო 1:1
გოლები: 0:1 ანდონე (64), 1:1 ტიტონი (81. ს. კ.)

სოსიედადი-ატლეტიკო 2:0
გოლები: 1:0 ველა (54-პენ), 2:0 ვილიან ჟოზე (75-პენ)

ოსასუნა-ალავესი 0:1
გოლი: 0:1 კ. სანტოსი (77-პენ)

ლას პალმასი-ეიბარი 1:0
გოლი: 1:0 ვიერა (94-პენ)

პარასკევი. 4 ნოემბერი
მალაგა-სპორტინგი 3:2

კვირა. 6 ნოემბერი
რეალი-ლეგანესი 15:00
ესპანიოლი-ბილბაო 19:15
სელტა-ვალენსია 19:15
ვილიარეალი-ბეტისი 21:30
სევილია-ბარსელონა 23:45

1. რეალი - 24 ქულა; 2. ბარსელონა - 22; 3. ატლეტიკო - 21; 4. სევილია - 21; 5. ვილიარეალი - 19.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული