ტონი კროოსმა გერმანიაში სამედიცინო შემოწმება გაიარა და აღმოჩნდა, რომ "რეალის" ნახევარმცველის დაზიანება, რომელიც მან "ლეგანესთან" მატჩში მიიღო, ძალზე სერიოზულია.
კროოსს მარჯვენა ფეხის ტერფზე ერთ-ერთი მცირე ძვალი მოტეხილი აღმოაჩნდა. "მარკას" ინფორმაციით, გერმანელს 2-3 თვის გამოტოვება მოუწევს.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით) ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"