ფლორენტინო პერესი დიბალაში მომავალ მესის ხედავს და მისი გადაბირება სურს

AutoSharing Option
მადრიდის "რეალის" პრეზიდენტმა ფლორენტინო პერესმა გადაწყვიტა, რომ რადაც არ უნდა დაუჯდეს, გუნდში პაულო დიბალა გადაიყვანოს.

"მუნდო დეპორტივოს" ცნობით, პერესმა თავის გარემოცვას უთხრა, რომ დიბალაში მომავალ მესის ხედავს და ამ შანსის ხელიდან გაშვებას არ აპირებს.

დიბალა ადრეც ყოფილა "რეალის" ინტერესის სფეროში, თუმცა ის ბურთს ჯერჯერობით, "იუვენტუსისთვის" აგორებს. გეტყვით, რომ ახლახან კარლო ანჩელოტიმ ნეიმარი და დიბალა მომავლის რონალდოდ და მესიდ მონათლა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
1997 დან იუვეს ვგვულშემატკივრობ . იუვემ რო ეს გაყიდოს საერთოდ შემეცვლება წარმოდგენა მის ხელმძღვანელობაზე. არ უნდა გაყიდოს რაც არ უნდა შეაძლიონ
ბაბაია
16:15 11-11-2016
0

სიახლეები პოპულარული