"რეალი" მზადაა ნახევარმცველ კაკას ტრანსფერთან დაკავშირებით წინადადება განიხილოს. ჰავბეკი, რომელმაც მუხლის ტრავმა არცთუ დიდი ხნის წინ მოირჩინა "სამეფო კლუბის" სასტარტო შემადგენლობაში მოსახვედრად კონკურენციას ვერ უძლებს. ამიტომ კლუბის ხელმძღვანელობა მზადაა ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს ფეხბურთელი სხვა კლუბში გაუშვას.
შეგახსენებთ, რომ კაკას მიმართ ინტერესს მთელი რიგი კლუბები იჩენენ, მათ შორის "კორინთიანსი", რომელმაც "რეალს" ოფიციალური წინადადება შესთავაზა.
მომზადებულია AS-ის მიხედვით