მადრიდის "რეალში" ქარიმ ბენზემასთან კონტრაქტის გახანგრძლივებაზე ფიქრობენ

AutoSharing Option
მადრიდის "რეალის" ხელმძღვანელობა და სამწვრთნელო შტაბი გუნდის თავდამსხმელ ქარიმ ბენზემასთან კონტრაქტის გახანგრძლივებას აპირებენ. ამის შესახებ OK Diario იუწყება.

ბენზემას მოქმედი ხელშეკრულება "რეალთან" 2019 წლის ზაფხულამდე აკავშირებს. "სამეფო კლუბში" კი კმაყოფილნი არიან ფრანგი ფეხბურთელით და მისი შენარჩუნება კიდევ უფრო დიდი ხნით სურთ.

მიმდინარე სეზონში ბენზემას ესპანეთის ნაკრების თავდამსხმელ ალვარო მორატასთან კონკურენციის დაძლევა უწევს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული