ლიონელ მესის უცნობი კლუბი 100 მლნ ევროს სთავაზობს

AutoSharing Option
"ბარსელონას" ფორვარდის, ლიონელ მესის წარმომადგენლებმა უცნობი კლუბისგან მდიდრული შემოთავაზება მიიღეს.

უცნობი კლუბი მზადაა, მესის 100 მილიონი ევრო გადაუხადოს, რომ არგენტინელმა "ბარსელონასთან" კონტრაქტი არ გაახანგრძლივოს.

მესის მოქმედი კონტრაქტის ვადა ესპანურ კლუბთან 2018 წლის ზაფხულამდე მოქმედებს.

ესპანური გამოცემა El Mundo-ს ინფორმაციით, უცნობ კლუბს სურს, თავიდან აირიდოს ტრანსფერის სანაცვლოდ გადასახდელი თანხა 250 მილიონი ევრო.

შეგახსენებთ, რომ ლიონელ მესის გადაბირებით "მანჩესტერ სიტია" დაინტერესებული.

- Mirror: "მანჩესტერ სიტი" მესის კვირაში ნახევარ მილიონს სთავაზობს
მკითხველის კომენტარები / 2 /
მესი ნელ-ნელა ფორმას კარგავს. 29 წლის ფეხბურტელში დიდი თანხის გადახდა უაზრობაა. "ბარსელონა" ერთადერთი კლუბია, სადაც მესიმ მაქსიმუმი გამოავლინა. 'სიტი"-ში, თანაც ინგლისის პრემიერლიგაში მას ძალიან გაუჭირდება, რადგან ესპანეთისგან განსხვავებით ბევრად მეტი დაძაბულობა და კონკურენციაა. იქ ყოველ თამაშში ნებისმიერი გუნდი ბოლო წამამდე იბრძვის.
2015
20:09 21-11-2016
0
რა მნიშვნელობა აქვს მაგას. სიტიში თუ გადავა რამდენიმე მილიონით გაიზრდება სიტის გულშემატკივრის რაოდენობა და 250 მილიონის მაისურებს გაყიდიან გადასვლიდან 2 კვირაში. იბრას მაისურები გაიყიდა ერთ კვირაში 100 მილიონის.
2015-ს
21:08 21-11-2016
0

სიახლეები პოპულარული