კაკა, თათრეთი, 45 მილიონი ევრო და ცარიელი ფურცელი

AutoSharing Option

"მარკას" რომ არ დაეწერა და მთავარ თემად არ გამოეტანა, ნაკლებ ყურადღებას მივაქცევდით და სატრანსფერო სპეკულაციად ჩავთვლიდით, მაგრამ ყველაზე მაღალტირაჟიანი ესპანური გაზეთი ამტკიცებს, რომ ზაფხულში კაკას ყიდვა... ყაზანის "რუბინს" სურს. საქმე მხოლოდ სურვილშიც არ არის - თათრეთის დედაქალაქის კლუბი 45 მილიონ ევროს გამოდის, ანუ სულ რაღაც 20 მილიონით ნაკლებს, ვიდრე "რეალმა" 2009 წელს კაკას სანაცვლოდ "მილანს" გადაუხადა. თანაც, "რუბინი", თურმე, 2007 წლის პლანეტის საუკეთესო ფეხბურთელს ცარიელ ფურცელს სთავაზობს და ხელფასის ოდენობის ჩაწერა მხოლოდ ბრაზილიელის სურვილზეა დამოკიდებული...


მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული